logo_geo
მანგოს გასაოცარი თვისებები
- +

30 იანვარი. 2019. 17:29

 

მანგოს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. ის შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის ყველაზე მნიშვნელოვან ვიტამინებს - A, B, C, D-ს, ასევე კალციუმს, რკინას, ფოსფორს, მაგნიუმს, თუთიას, საქაროზასა და უამრავ ორგანულ მჟავას. მაგრამ ყველაზე ფასეული ამ ხილში შემავალი 12 სახის ამინომჟავაა.

 

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მანგოს რეგულარული მიღება შესანიშნავი საშუალებაა ნაწლავების, მკერდის და კუჭის ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისათვის. ამას კი C და E ვიტამინების ერთობლიობა უზრუნველყოფს, რომლებიც მანგოში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა.

 

მანგო ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც ორგანიზმს თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში ეხმარება, ანელებს დაბერების პროცესს და აფერხებს ბევრი დაავადების განვითარებას, მათ შორის, ონკოლოგიურისაც. ეხმარება ორგანიზმს, გაუმკლავდეს სტრესსა და ნერვულ დაძაბულობას. გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის მანგო შეუცვლელი ხილია, ტონუსში მოჰყავს და აუმჯობესებს მის მუშაობას. მისი ჭამა რეკომენდირებულია ღრძილების ანთების დროსაც. მანგოს განსაზღვრული დოზით მიღება აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.

 

ადამიანის ორგანიზმისათვის მანგოს ხის ფოთლებიც სასარგებლოა. იყენებენ კბილების გასათეთრებლად და დიაბეტის სამკურნალოდ. მანგოს ფოთლების ნახარშის მიღება დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, სასარგებლოა ჰიპერტონიისა და ვენების გაგანიერების დროს.

 

მანგო შეიცავს ექსტრაქტს, რომელიც ადამიანს არა მხოლოდ წონის დაკლებაში ეხმარება, არამედ არეგულირებს ქოლესტერინის დონეს. მანგოს კურკები მდიდარია ცხიმებით, ამიტომ მათგან მიღებული ზეთი გამოიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ.

 

მანგოს დიდი რაოდენობით ან ალკოჰოლთან ერთად მიღება არაა რეკომენდირებული. ასევე, ყურადღებით უნდა იყვნენ ალერგიული ადამიანები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი