logo_geo
9 უცნობი ციფრი ადამიანის ტვინის შესახებ
- +

30 იანვარი. 2019. 19:59

 

ტვინი - ნერვული სისტემის ცენტრალური ნაწილია. ის ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს არეგულირებს. ადამიანის თავის ტვინი სხეულის ყველაზე მთავარი და სირთულის გამო, ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ორგანოა. გთავაზობთ, ადამიანის ტვინის შესახებ მეცნიერების მიერ შესწავლილ და დადასტურებულ 9 გასაოცარ ციფრს.   

 

- ტვინის მუშაობისთვის აუცილებელია ადამიანის მიერ მოხმარებული ჟანგბადის საერთო რაოდენობის 20%;

 

- ტვინში ერთ ნეირონს მეორესთან 10 000 ნერვული „ჯაჭვი“ აკავშირებს;

 

- ტვინის საშუალო წონა 1400 გრამია. ამასთან ინტელექტი ტვინის ზომასთან ყოველთვის დაკავშირებული არ არის;

 

- თავის ტვინში 90 000 000 000 ნერვული უჯრედია (ნეირონი) - ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით ამდენივე ვარსკვლავია;

 

- 8-10 წლისას ადამიანის ტვინში ყალიბდება ტალამუსი, რომელიც ყურადღების კონცენტრაციაზე პასუხისმგებელი და ერთ საგანზე ყურადღების გამახვილების შესაძლებლობას იძლევა;

 

- ნეირონის ქსელი, რომლის წყალობითაც ჩვენ ვამუშავებთ ინფორმაციას, ვიმახსოვრებთ მას და ზოგადად ვაზროვნებთ, 100 000 000 000 000 ქსოვილისგან შედგება;

 

- პირველ არსებებს დედამიწაზე ტვინის ღერო 500 000 000 წლის წინ გაუჩნდათ. ის დაახლოებით ისეთივეა, როგორიც თანამედროვე რეპტილიების ტვინი;

 

- ტვინის თითოეულ ნახევარსფეროში 4 (შუბლის, თხემის, საფეთქელის, კეფის) ნაწილია. თოთოეული თავის ფუნქციაზეა პასუხისმგებელი;

 

- ტვინის ღეროდან თავის ქალის 12 წყვილი ნერვი გამოდის, ისინი პასუხისმგებლები არიან ყნოსვაზე, სმენაზე, თვალების და ენის მოძრაობაზე და სხვა ფუნქციებზე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი