logo_geo
10 მიზეზი - რატომ არის დეიდა/მამიდა ჩვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადამიანი?
- +

31 იანვარი. 2019. 20:05

 

დეიდა/მამიდა - ეს სიტყვები ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებს განსაზღვრავს, ადამიანებს, რომლებსაც დიდი და პოზიტიური გავლენა აქვთ ჩვენს ცხოვრებაზე.

ვნახოთ 10 მიზეზი - რატომ არიან დეიდები და მამიდები ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები.


  1. ის არის ადამიანი, რომელსაც შეგიძლია დაურეკო ნებისმიერ დროს და დახმარება სთხოვო- ეს ქალები თავიანთ დისშვილებს და ძმისშვილებს პრობლემების წინაშე მარტო არასოდეს დატოვებენ. საოცრად მზრუნველები არიან. დეიდები და მამიდები ყოველთვის მზად არიან მოგცენ რჩევები და გიჩვენონ პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზები.


  1. დიახ, ის მზად არის გახდეს შენი პარტნიორი კრიმინალის ჩადენის დროსაც კი- მზად არის დამალოს შენი ყველაზე ცუდი ქმედებები, შეინახოს შენი საიდუმლოები და ოჯახის ყველაზე დიდი საიდუმლოები გაგიმხილოთ.


  1. დეიდა და მამიდა ის ადამიანები არიან, რომლებიც უბრალოდ შეუძლებელია არ გვიყვარდეს- გვიყვარს ისინი იმის გამო, რომ განსაკუთრებულად კეთილები არიან და მზად არიან ყველა სიტუაციაში ჩვენ გვერდით იდგნენ. მათ შეუძლიათ გაგვიწიონ დედობაც, იყვნენ მასწავლებელებიც და ამავდროულად, საუკეთესო მეგობრებიც. მათ საოცრად დიდი, თბილი და კეთილი გული აქვს.


  1. ის მზად არის შენი პოზიციები დაიცვას როცა მშობლებთან პრობლემები შეგექმნება- ის ყველაზე კარგად გიცნობს და იცის, როდის რას ფიქრობ, რატომ გააკეთე ესა თუ ის საქმე. მან ყველაფერი იცის შენ შესახებ და მზად არის დაგიცვას, როცა მშობლები, ან სხვა ვინმე გაკრიტიკებთ.


  1. დეიდა და მამიდა ის ქალები რიან, რომლებსაც შეგიძლია ბოლომდე ენდო- შესანიშნავია, როცა გყავს ადამიანი, რომელსაც შეგიძლია გაუზიარო შენი დარდი, შიში, წუხილი, პრობლემები, ესაუბრო ნებისმიერ თემაზე. შეგიძლია ყველაზე შავი საიდუმლოებიც კი გაანდო და თან დარწმუნებული იყო, რომ ამას შენ წინააღმდეგ არასოდეს გამოიყენებს.


  1. ისინი გვეხმარებიან, რომ უკეთ გავუგოთ მშობლებს- მოზარდობის პერიოდში თითქმის ყველას ურთულდება ურთიერთობა მშობლებთან. თავს იჩენს გაურკვევლობები, განსხვავებული შეხედულებები სხვადასხვა საკითხებზე, დეიდები და მამიდები კი ამ დროს ერთგვარად გვირეგულირებენ ურთიერთობებს და ყველაფრის მოგვარებაში გვეხმარებიან. ისინი გვიყვებიან ამბებს წარსულიდან, როცა ჩვენი მშობლებიც მოზარდები იყვნენ და როცა მათაც ჰქონდათ თავიანთ მშობლებთან მსგავსი პრობლემები.


  1. ის იცნობს შენს საუკეთესო მეგობრებს- და მხოლოდ ეს არ არის, ის მეგობრობს მათთან. თქვენს მეგობრებს უყვართ თქვენი დეიდის, ან მამიდის გვერდით დროის გატარება. ის მზად არის წვეულებებზეც იაროს თქვენთან ერთად.


  1. შესანიშნავად იცის როგორ გაგაღიმოს- როცა ვერავინ გიგებს და გგონია, რომ სამყაროში თანამოაზრე აღარ გყავს, დეიდა და მამიდა სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებსაც ყველაფერი შეგიძლია მოუყვე და რომლებიც დაგეხმარებიან დეპრესიული მომენტების დაძლევაში. მათ შესანიშნავად იციან როგორ გაგაცინონ და როგორ გაგამხიარულონ. საოცარია, როგორ შეუძლიათ ყოველთვის ისეთი რაღაც გვითხრან, რაც სასიამოვნო განწყობას და კომფორტს შეგვიქმნის.


  1. ის უბრალოდ შენი ადამიანია- შენი საუკეთესო მეგობარია, რომლის მხარზეც შეგიძლია იტირო, რომელსაც შეგიძლია ჩაეხუტო, ეხუმრო, იცინო მასთან ერთად და მთელი დღე სასიამოვნოდ გაატარო. თქვენს შორის არ არსებობს არანაირი კედელი და ეს არის კავშირი, რომელიც არასოდეს დაირღვევა.


  1. მას უყვარხარ უპირობოდ და მთელი გულით- არ აქვს მნიშვნელობა მას თავად ჰყავს თუ არა შვილები, ან როგორი ურთიერთობა აქვს შენს მშობლებთან, შენ ის ადამიანი ხარ, რომელიც მთელი გულით და უპირობოდ უყვარს და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მას უყვარხარ ისეთი,როგორიც ხარ, დადებითი და უარყოფითი თვისებებით.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი