logo_geo
ჩარგალში მედუქნემ მელა მოიშინაურა
- +

1 თებერვალი. 2019. 12:43

 

ჩარგალში, გია გოგნელაშვილის დუქანს უკვე ოთხი თვეა ზუსტად ექვს საათზე, ყოველ საღამოს სტუმრობს მელია. გია მას მწვადითა და ხინკლით უმასპინძლდება. დუქნის მეპატრონეს ადრეც ჰყოლია მელა მიჩვეული, მაგრამ როგორც გვეუბნება, მოუკლეს.

 

„ადრეც მყვანდა მელა და მამიკლეს. აბა, რა ვიცი, ვინ მამიკლა, რომ მცოდნიყო შეი,ძლება ზედ მიმეყოლა. მელა არავის ერჩის, ხალხს რად უნდა შაეშინდეს? უკვე მეთამაშება კიდეცა და რამე. ხინკალსა და მწვადს ვაჭმევ, პურს ეგ არ ეკარება. ტურისტებსაც ეხალისებათ ნადირის ნახვა, მა რა. აეხლა უკვე მოსვლის დრო აქ, ზეპირად ვიცი, როდის ველოდო“,– ამბობს დუქნის მეპატრონე.

 

მელიას ფოტოები ჩარგალთან ახლოს, მაღაროსკარში მცხოვრებმა ემზარ მჭედლურმა გადაიღო და ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი