სტენფორდისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ჯგუფებმა კვლევა ჩაატარეს და 2 488 ადამიანი, რომლებიც სოციალურ ქსელში დღეში ერთ საათს მაინც ატარებდნენ, Facebook-აქაუნთის გაუქმებაზე დაითანხმეს.
ამის შემდეგ მკვლევარებმა შეადარეს ადამიანთა ორი ჯგუფის – Facebook-ის მომხმარებლებისა და ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანების ქცევა.
კვლევისას გამოიკვეთა, რომ ის ადამიანები, რომლებიც Facebook-ს აღარ მოიხმარდნენ, უფრო ბედნიერები იყვნენ. ეს მათ ქცევაშიც აისახა.
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, Facebook-ის აქაუნთის გაუქმება ადამიანის კეთილდღეობაზე აისახება.