logo_geo
ტუტანჰამონის სამარხის რესტავრაცია დასრულდა.
- +

2 თებერვალი. 2019. 16:46

 

 

უძველესი ეგვიპტის ფარაონის ტუტანჰამონის ლეგენდარული სამარხის 9-წლიანი აღდგენის პროექტი დასრულდა. მის აღდგენაზე გეტის ინსტიტუტის ექსპერტები მუშაობდნენ. მათ უნდა გაენადგურებინათ ნაკაწრები, რომლებსაც ტურისტები ტოვებდნენ და ასევე რესტავრაცია სჭირდებოდა კედლის მოხატულობასაც, რომელიც ტენიანობამ და ნახშირორჟანგმა დააზიანა.

 

 

 

დღეს სამარხში ახალი ვენტილაციის სისტემაა დაყენებული. იმისათვის, რომ ვიზიტორები არ შეეხონ ნახატებს, დაყენებულია სპეციალური ბარიერები.

 

 

ექსპერტებმა ასევე დაადგინეს კედელზე არსებული ლაქების წარმოშობა, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში მსჯელობდნენ. ეს უძველესი მიკრობების კოლონიები აღმოჩნდა, რომლებიც უკვე დიდი ხნის წინ გადაშენდნენ და საშიშროებას არ წარმოადგენენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი