1. პირველი კომპიუტერული პროგრამა გეიტსმა ჯერ კიდევ მაშინ დაწერა, როცა თინეიჯერი იყო და სკოლაში სწავლობდა. ეს იყო ჩვენთვის კარგად ნაცნობი თამაშის (X-ები და O-ები) ვერსია, რომელშიც კომპიუტერს ეთამაშებოდი
2. როცა სკოლამ გეიტსის განსაკუთრებული ნიჭის შესახებ შეიტყო, მას დაავალა, მოსწავლეების გაკვეთილებზე გადანაწილებისთვის კომპიუტერული პროგრამა შეექმნა. ბილმა კოდი ცოტათი შეცვალა, რათა ყველა გაკვეთილზე არაპროპორციულად ბევრ ჭკვიან გოგოსთან ერთად ყოფილიყო
3. მან მსოფლიო ენციკლოპედიის 22 ტომის წაკითხვა თინეიჯერობაშივე მოასწრო
4. მისაღებ გამოცდებში (SAT) გეიტსმა 1600-დან 1590 ქულა აიღო
5. ისევე, როგორც ბევრ სხვა წარმატებულ ადამიანს, ბილ გეიტსაც არ აქვს დიპლომი. 1975 წელს მან ჰარვარდი მიატოვა, რათა მთელი დრო მაიკროსოფტისთვის დაეთმო
6. ჰარვარდის დატოვებიდან ორი წლის შემდეგ კი გეიტსი ნიუ-მექსიკოში დააკავეს, რადგან ის მანქანას მართვის მოწმობის გარეშე მართავდა და წითელზე არ გააჩერა
7. ბილ გეიტსი მაიკროსოფტში თანამშრომლების მანქანის ნომრებს იმახსოვრებდა, რათა მათი მოსვლისა და წასვლის დროები დაეფიქსირებინა. ამ საქმიანობას გეიტსმა თავი მაშინ დაანება, როცა კომპანია საოცრად გაიზარდა ზომაში
8. გეიტსს ყველაზე მეტად პორშე უყვარს და პორშეების დიდი კოლექციაც აქვს. მათ შორის ყველაზე გამორჩეული სპორტული მანქანა პორშე 959-ა, რომელიც მან ოფიციალურად გამოშვებამდე 13 წლით ადრე იყიდა
9. სანამ გეიტსი საკუთარ თვითმფრინავს შეიძენდა, ის ეკონომ-კლასით დაფრინავდა მსოფლიოს გარშემო
10. თუ თვითმფრინავს არ ჩავთვლით, გეიტსის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი შენაძენი ლეონარდო და ვინჩის ნაწერებია, რომელშიც მან 1994 წელს აუქციონზე $30 მილიონი გადაიხადა
11. გეიტსი თვლის, რომ მის შვილებს მამისგან დატოვებული დიდი ქონება ცუდად წაადგებათ - ამის გამო $90.9 მილიარდიდან მისი შვილები მხოლოდ $10-10 მილიონს მიიღებენ.
12. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბილ გეიტსი ყველაზე დიდ დროს თავის ფონდში ატარებს, ის მაიკროსოფტშიც მუშაობს "პერსონალური აგენტის" პროექტზე. "პერსონალური აგენტი" ყველაფერს დაიმახსოვრებს, საჭიროების შემთხვევაში გაგახსენებთ და საქმეებს მნიშვნელოვნების მიხედვით დააჯგუფებს
13. ბილ გეიტსის თქმით, მაიკროსოფტს რომ არ გაემართლებინა, ახლა ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი იქნებოდა
14. მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინტერესისა, ბილ გეიტსი იმ ბანაკშია, რომელსაც სუპერ ჭკვიანი კომპიუტერები აშფოთებს. ამავე აზრზე არიან ილონ მასკი და გარდაცვლილი სტივენ ჰოკინგიც
15. Weezer და U2 ბილ გეიტსის საყვარელი ბენდებია. მილიარდერი ასევე ელოდება, თუ როდის დააანონსებს Spinal Tap მომდევნო ტურნეს
16. გეიტსი წელიწადში მინიმუმ 50 წიგნს კითხულობს, რადგან მისი აზრით, ეს ჯერაც საუკეთესო გზაა სწავლისა და განვითარებისთვის