logo_geo
მეცნიერებმა შექმნეს ალგორითმი, რომელიც ადამიანის აზრებს წაიკითხავს
- +

2 თებერვალი. 2019. 23:48

 

 

ეს ეპოქალური მოვლენა „კომპიუტერული-ადამიანის“ ინტერფეისის სფეროში ახალ შესაძლებლობებს ქმნის. კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის ექსპერიმენტის ძირითადი ელემენტი ხელოვნური ინტელექტის ახალი ალგორითმი იყო, რომელიც თავის ტვინის ელექტროქიმიურ აქტივობას ხმოვან სიგნალებს ადარებს, შემდეგ კი  მიღებული ინფორმაციისგან შინაარსობრივ წინადადებას ადგენს. ვრცლად ამის შესახებ ჟურნალი Nature-ი წერს.

 

მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია იციან, რომ სიტყვიერი აქტივობის დროს (იმ დროსაც კი, როდესაც ვფიქრობთ, რომ ვლაპარაკობთ, ან ვხედავთ სიზმარს, რომელშიც რაღაცას ვამბობთ) ტვინში აქტიურდება სალაპარაკო ცენტრები. კომპიუტერულმა სისტემამ ტვინის სიგნალების დეკოდირება ისწავლა და არა ნამდვილი ფიქრების, თუმცა მეცნიერების თქმით, მომავალში ამასაც შეძლებს.

 

„საუბარი ჩვენ გარემოსთან კონტაქტის საშუალებას გვაძლევს, სწორედ ამიტომ, ამ უნარის დაკარგვა დიდი ტრაგედიაა. ახალ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ მივიღეთ საუბრის უნარის აღდგენის ახალი საშუალება. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ სისტემას, რომელიც ტვინის სიგნალის ტრანსფორმაციას შეძლებს სიტყვებად, რომელსაც ადამიანი გაიგებს“, - ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი ნიმა მესგარნი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი