logo_geo
„თოვლის გორგოლაჭი“ - უნიკალური მოვლენა უილთიშირში
- +

4 თებერვალი. 2019. 01:57

 

ბრიტანელმა კაცმა, უილთიშირში უნიკალური ბუნებრივი მოვლენის, ფოტოზე აღბეჭდვა შეძლო. როგორც ბრაიან ბეილისი ამბობს, მან თოვლით დაფარულ მინდორში თავისით მოძრავი თოვლის გორგოლაჭები დაინახა, რომელიც თავისი ფორმით "საბურავს" ჰგავდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

ბრაიან ბეილისის თქმით, თავდაპირველად ეგონა, რომ ისინი ვიღაცამ გააკეთა, თუმცა მინდორზე ნაფეხურები არ იყო.

 

 

როგორც BBC-ის ამინდის პროგნოზის წამყვანმა იან ფერგიუსონმა განმარტა, ეს ძალიან იშვიათი მეტეოროლოგიური მოვლენაა, რომელსაც თოვლის გორგოლაჭებს ეძახიან. მის ჩამოსაყალიბებლად კი განსაკუთრებული კლიმატური პირობებია საჭირო.

 

„გლუვი, მცენარეებისგან თავისუფალი გორაკი მათი წარმოქმნის შანსს ზრდის. ეს არის თოვლის თხელი ფენა, რომელიც წარმოიქმნა სპეციალური ტემპერატურის დროს მოყინულ ზედაპირზე, რომელიც არ შეერია დანარჩენ მასას, აუცილებელია ასევე შესაბამისი ტენიანობა და შესაბამისი ქარის სიჩქარე. ეს ყველაფერი თოვლის გორგოლაჭების ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანი ფაქტორებია", - განმარტა იან ფერგიუსონმა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი