logo_geo
სამყარო წუწუნის გარეშე! - ვილ ბოუნის საინტერესო მოხსენება
- +

4 თებერვალი. 2019. 17:41

 

 

,,TEDX” არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელსაც უამრავი მონაწილე ჰყავს. ამ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ნაწყვეტები ვილ ბოუნის მოხსენებიდან. იგი საუბრობს წუწუნის შესახებ, რატომაა იგი მავნებელი და როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ამ სენს. იგი არის ბესტსელერების ავტორი და მისმა იდეამ მოიცვა არა მარტო შეერთებული შტატები, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყანები.

მაშ ასე, გთავაზობთ ნაწყვეტებს მისი მოხსენებიდან:

  1. რა მოხდება, თუ თქვენ გააცნობიერებთ, რომ გაქვთ ვირუსი, რომელიც თქვენს ცხოვრებას ანადგურებს? ამ ვირუსმა მოკლა ჩემი ძმა 59 წლის ასაკში. ამ ვირუსის გამო შესაძლოა გასუქდეთ, აგიწიოთ წნევამ, გაგიჩნდეთ დიაბეტი, მიიღოთ გულის ინფარქტი. ამ ვირუსს შეუძლია თქვენი ტვინი მთლიანად დააავადოს, რადგან სწორედ ეს ვირუსი იწვევს თქვენს გაღიზიანებასა და დეპრესიას.

რას იგრძნობთ, თუ თქვენ აღმოაჩენთ, რომ გაქვთ ვირუსი, რომლის გამოც თქვენ შეიძლება დაშორდეთ მეუღლეს, ფინანსურად გაგიჭირდეთ და მეგობრებიც კი დაკარგოთ, რადგან სწორედ ამ ვირუსით წამლავთ თქვენს მეგობრებს, ოჯახსა და თანამშრომლებს. 10 წლის წინ მე სწორედ ამ ვირუსით ვიყავი დაავადებული. ერთადერთი, ვინც დაგეხმარებათ განკურნებაში, ხართ თავად თქვენ და მკურნალობაც არაფერი დაგიჯდებათ. ვირუსი, რომელზეც ვლაპარაკობ, არის - წუწუნი.



  1. სწორედ წუწუნი გაიძულებთ თქვენ, კონცენტრირდეთ ნეგატივზე და გახდეთ დეპრესიულები. ამ დროს გამოიყოფა კორტიზოლი, რომელიც ზრდის წნევას, გულის დაავადებებს და თქვენს წონასაც.

 

  1. როდესაც წუწუნებთ და ამბობთ საყვედურებს, თქვენ არ შეგიძლიათ ჭკვიანურად ფიქრი, რადგან თავში ბურუსია და არ მოგდით ნათელი აზრები.



  1. საშუალოდ ადამიანი დღეში 15–30–ჯერ წუწუნებს.

 

  1. წუწუნი ჰგავს უსიამოვნო სუნთქვას, როცა იგი გამოდის სხვისი პირიდან, არაა სასურველი, მაგრამ საკუთარი პირიდან ამოსული უსიამოვნო სუნთქვა თავად არ გაწუხებთ.

 

  1. ყოველ ადამიანს სურს, რომ იყოს წარმატებული. როცა კითხულობ, რა არის მათთვის წარმატება, პასუხი ასეთია: მეტი ფული, მეტი მეგობარი ან სიყვარული, ან ჯანმრთელობა. ჩვენ ვწუწუნებთ იმაზე, რაც უკვე გვაქვს და უბრალოდ, გვინდა გვქონდეს მეტი.

 

  1. თუ თქვენ მოახერხებთ, რომ არ იწუწუნოთ და ეს აქციოთ ჩვევად, თქვენ იქნებით უფრო ბედნიერი და წარმატებული.

 

ვილის იდეა იყო, ყოველდღიურ ჩვევად ექცია ის, რომ არ ეწუწუნა, ამიტომ მან დაიწყო სამაჯურის ტარება, როცა დაიჩივლებდა, ერთი ხელიდან მეორეზე გადაჰქონდა და ასე აანალიზებდა, როდის, რატომ და რამდენჯერ იწუწუნა, შემდეგ კი ეს იდეა დააპატენტა - სამაჯურები უსწრაფესად გაიყიდა ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში ჩივილის ეპიდემიაა და მათ სურთ, რომ ამ დაავადებისგან გათავისუფლდნენ. ის მოხსენებაში ამბობს, რომ საჭირო სულაც არაა სამაჯური, შეგიძლიათ საფულე გადაიტანოთ ერთი ჯიბიდან მეორეში ან თმის სამაგრი, ნებისმიერი რამ, უბრალოდ ეს ჩვევა დაგეხმარებათ, მუდმივად აკონტროლოთ თქვენი მდგომარეობა და დროთა განმავლობაში შეძლებთ გათავისუფლდეთ ამ სენისგან.


ამ სენისგან გათავისუფლება არ ნიშნავს პირში წყლის ჩაგუბებას და არაფრის თქმას, არამედ ჯანსაღ საუბრებს მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან თუ კოლეგებთან. ეს ნიშნავს ილაპარაკო პირდაპირ იმ ადამიანთან, ვისთანაც გაქვს პრობლემა და ვისაც შეუძლია შენი დახმარება.



წარმოგიდგენთ 5 მიზეზს, რატომ ვწუწუნებთ, ვილ ბოუნის მიხედვით:

  1. მივიქციოთ ყურადღება

ეს არის ყველაზე გავრცელებული - ადამიანებს უბრალოდ სჭირდებათ ყურადღება სხვა ადამიანებისგან და არ იციან, როგორ დაამყარონ ურთიერთობა, გავიხსენოთ, როცა გვინდა საუბრის წამოწყება და არ ვიცით, რაზე ვილაპარაკოთ, ყოველთვის ვიშველიებთ ამინდს...

 

  1. რათა ავირიდოთ პასუხისმგებლობა თავიდან.

 

  1. წუწუნი კარგი ხერხია, ასევე, ძალაუფლების მოსაპოვებლად, ამას აქტიურად იყენებენ პოლიტიკური პარტიები.



  1. ჩვენი წარუმატებლობის გასამართლებლად.

 

  1. შურის გასაღვივებლად.

 

21 დღე თუ დააკვირდებით და იმუშავებთ საკუთარ თავზე, რომ არ იწუწუნოთ, თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებს დაინახავთ



„ჩვენ ვართ წუწუნის პროფესიონალები, იმისათვის, რომ გავამართლოთ ჩვენი ცუდი საქციელი და წარუმატებლობა“, - ამბობს ვილ ბოუნი.

 

სტატია მომზადებულია ვიდეოჩანაწერის მიხედვით.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი