logo_geo
სმენადაქვეითებულთა დასახმარებლად „googl“- მა 2 ახალი ფუნქცია წარადგინა
- +

4 თებერვალი. 2019. 22:25

 

 

Google-მა Android-ზე ორი ახალი ფუნქცია წარადგინა. სუბტიტრები რეალურ დროში (Live Transcribe) და ხმის გამაძლიერებელი (Sound Amplifier). ორივე მათგანის მიზანი სმენადაქვეითებული ადამიანების დახმარებაა. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

 

სუბტიტრების ფუნქციის მეშვეობით, სმენადაქვეითებული ადამიანი გარშემომყოფებთან ურთიერთობას უპრობლემოდ შეძლებს. მათი დიალოგი კი Android სმარტფონის ეკრანზე, რეალურ დროში გამოჩნდება.

 

რაც შეეხება მეორე ფუნქციას - ხმის გამაძლიერებელს, ის სმენადაქვეითებულებს მოსმენილის უკეთ გაგებაში დაეხმარება.

 

ორივე ფუნქცია Pixel 3 სმარტფონებზე, პარამეტრების (Settings) განყოფილებაში გამოჩნდება. სიახლე Google Play Store-დანაც არის ხელმისაწვდომი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი