logo_geo
საქართველოში კანონით აიკრძალება, ბავშვი ფიზიკური დასჯა
- +

4 თებერვალი. 2019. 22:49

 

 

ბავშვის ფიზიკური დასჯა, როგორც დისციპლინის ზომა, კანონით აიკრძალება. გავრცელებული ცნობით, ეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში მომავალ კვირას დარეგისტრირდება.

 

ირკვევა, რომ აკრძალვა მოიცავს, როგორც ოჯახურ გარემოს, ისე სკოლებსა და სხვა სივრცეს, სადაც ბავშვი შეიძლება იმყოფებოდეს.

 

ბავშვთა უფლებათა კოდექსის პროექტის მეცხრე თავი, ადგენს ბავშვის უფლებას დაცული იყოს ძალადობისგან. ეს გულისხმობს დაცვას ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულების, დაზიანების, უგულებელყოფის, დაუდევარი მოპყრობის, წამების, ექსპლუატაციის, ვაჭრობის, ტრეფიკინგის და ძალადობის სხვა ნებისმიერი ფორმისგან.

 

აკრძალულია ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება ან სხვა სასტიკი, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა ან სასჯელი ოჯახში, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებაში, სამედიცინო ან/და ფსიქიატრიულ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ნებისმიერ სხვა ადგილას.

 

ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით დარეგულირდება ფიზიკური დასჯის აკრძალვა და რა ტიპის სანქციები გაიწერება. დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ბავშვთა უფლებათა კოდექსის პარლამენტში განხილვა დაიწყება და ამ საკითხს, კანონქვემდებარე აქტში შესაბამისი უწყებები დაარეგულირებენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი