logo_geo
მსოფლიოს ყველაზე ცივი ადგილების რეიტინგი
- +

5 თებერვალი. 2019. 01:41

 

 

ბრიტანულმა გამოცემამ  Independent-მა მსოფლიოში ყველაზე ცივი ადგილების რეიტინგი გამოაქვეყნა.

 

სიის სათავეში მონღოლეთის დედაქალაქი ულანბატორი მოხვდა, რომელიც ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. აქ ჰაერის ტემპერატურა იანვარში -16-ზე მაღლა იშვიათად იწევს.

 

მეორე ადგილზეა ანტარქტიდაზე მდებარე სადგური „ვოსტოკი“, რომელსაც რუსეთი იყენებს. გამოცემის ცნობით, იქ ზაფხულის თვეებშიც ჰაერის საშუალო ტემპერატურა -32 გრადუსია.

 

მესამე ადგილს აშშ-ში ალასკას შტატში მდებარე მთა დენალი იკავებს. 2003 წელს იქ -83 გრადუსი დაფიქსირდა.

 

რეიტინგში ასევე აღმოჩნდნენ რუსეთის ქალაქები ირკუტსკი და ვერხოიანსკი და კანადაში მდებარე სოფელი სნაგი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი