logo_geo
ეგვიპტეში, უძველეს სამარხში 50 მუმია აღმოაჩინეს
- +

5 თებერვალი. 2019. 21:27

 

ეგვიპტეში უძველესი სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც 50 კარგად შენახული მუმია იყო მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას ეგვიპტის ანტიკვარიატის სამინისტრო ავრცელებს.

 

სამარხი 9 მეტრის სიღრმეში ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ტუნ ელ-გაბალის რაიონში მიმდინარე გათხრების დროს აღმოაჩინეს.

 

რამდენიმე მუმია ნაჭერში იყო გახვეული, ზოგი სარკოფაგში იყო მოთავსებული. გათხრების დროს, ასევე აღმოაჩინეს  სამარხი ნიღბები და უძველესი კერამიკული ნაკეთობები.

არქეოლოგები თვლიან, რომ ნამარხები ეგვიპტის ისტორიაში ბერძნულ-რომაულ პერიოდს მიეკუთვნება. ეს 2019 წლის პირველი აღმოჩენაა ეგვიპტელი არქეოლოგების მიერ.

 

მათი აზრით, ნაშთები შესაძლოა ეკუთვნოდეს იმ ხალხსა და ასევე მათი ოჯახის წევრებსაც, რომელთაც დიდ თანამდებობები ეკავათ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი