logo_geo
არომატული და სასარგებლო ტარხუნა
- +

5 თებერვალი. 2019. 21:44

 

ტარხუნის ფოთლები, ფესვები და ღერო შეიცავს ალკალოიდებს, კაროტინს, ფლავონოიდებსა და კუმარინებს. ტარხუნაში გვხვდება რუტინი, ეთერზეთები, A, D, E, K, ასევე B ჯგუფის ვიტამინები, ასკორბინის მჟავა და გაჯერებული და გაუჯერებელი  ცხიმ-მჟავები.

 

მცენარე მდიდარია, როგორც მაკროელემენტებით (მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, ფოსფორი), ისე მიკროელემენტებითაც (რკინა, სპილენძი, თუთია, სელენიუმი, მარგანეცი). ტარხუნის ეთერზეთები არა მხოლოდ გასაოცარი არომატითა და გემოთი გამოირჩევა, არამედ სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმის ბევრი სისტემისათვის.

 

 დამტკიცებულია ტარხუნის სასარგებლო თვისებები. მას იყენებენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო და იმუნიტეტის გამაძლიერებელ საშუალებას. ტარხუნა ეხმარება ორგანიზმს: სტრესულ სიტუაციებთან, მოუსვენარ ძილთან  და  თავის ტკივილთან გამკლავებაში. აქვს ეფექტური შარდმდენი და ორგანიზმის ჭიებისგან გამწმენდი თვისება. ტარხუნა რეკომენდებულია ართრიტისა და რევმატიზმის დროს. თირკმელების და საშარდე სისტემის დაავადებებისას ტარხუნა აწესრიგებს ამ ორგანოების მუშაობას და აქრობს ვირუსისა და ანთების საწინააღმდეგო პროცესებს.

 

ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ტარხუნა გამოიყენება რესპირატორული სისტემის მკურნალობისას: ანგინის, ბრონქიტის, ფილტვების ანთებისა და ტუბერკულოზის დროსაც კი. ეფექტურია ტარხუნის გარეგანი მოხმარებაც: მას იყენებენ ეგზემების, მუნის, დამწვრობის დროს, ასევე ზოგადად სისხლის მიმოქცევის სისტემისა და სისხლძარღვების გასამაგრებლად.

 

ტარხუნა ანტიოქსიდანტების ნამდვილი მადანია. სპობს ორგანიზმზე თავისუფალი რადიკალების გავლენას, ეწინააღმდეგება კანის დროზე ადრე დაბერებას და აფერხებს ორგანიზმში ონკოლოგიური წარმონაქმნების გაჩენას.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი