logo_geo
მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ 2020 წელს დაიწყება გამყინვარება
- +

6 თებერვალი. 2019. 01:27

 

მსოფლიოს მეცნიერების დიდ ნაწილს მიაჩნიათ, რომ დღევანდელ გლობალურ დათბობას, ძალიან მალე მოჰყვება საპირისპირო შედეგი. დედამიწაზე არსებული კლიმატი, იმდენად ცივი გახდება, რომ კაცობრიობას გაუჭირდება უჩვეულო პირობებში გადარჩენა.

 

ექსპერტები გამყინვარების დაწყებას პროგნოზირებენ 2020 წლის დასაწყისში. გლობალური დათბობის თემა დღის წესრიგიდან გაქრება. მყინვარები, არა მხოლოდ შეაჩერებენ დნობას, არამედ, გაიზრდებიან. ზამთარი, სულ უფრო გრძელი გახდება და ზაფხული ყოველწლიურად მოკლე იქნება.

 

სამრეწველო დონის განვითარების შედეგად, ჩვენ შეგვიძლია ადვილად გავუმკლავდეთ სიცივეს ჩვენს სახლებში, თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ უფრო მეტი ენერგორესურსების გამოყენება გახდება საჭირო ამისთვის. პრობლემა სხვა რამაა: როგორ მივიღოთ საკმარისი საკვები მილიარდობით ადამიანისთვის?

 

ძირითადი მოსავლის მოყვანა ხდება არა სათბურებში, არამედ, ღია მინდვრებში. თუ გამყინვარება დაიწყება, ჩვენ ვეღარ შევძლებთ გამოვიყენოთ ღია მიწის ნაკვეთები. საკმარისი მზის გარეშე, მცენარეები ვერ მიაღწევენ სიმწიფეს. მოხდება მოსავლის მკვეთრი შემცირება . ეს იმას ნიშნავს, რომ მწვავე დეფიციტი გახდება მარცვლეული, ბოსტნეული და ხილი, რაც დღესდღეობით, მთელი მსოფლიოს უმეტესი მოსახლეობის რაციონს შეადგენს.

 

გამყინვარების პერიოდის საფრთხის შესახებ, მეცნიერები უკვე ათ წელზე მეტია საუბრობენ. მაგრამ ჯერჯერობით, არცერთი ქვეყნის მთავრობამ არ გაითვალისწინა ეს გაფრთხილებები.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი