logo_geo
ლიეტუველმა დეველოპერებმა აპლიკაცია GetPet-ი, თავშესაფარში მყოფი ძაღლების გაცნობის მიზნით გამოუშვეს
- +

6 თებერვალი. 2019. 23:41

 

 

იანვარში, ლიეტუველმა დეველოპერებმა აპლიკაცია GetPet-ი გამოუშვეს. პროგრამული უზრუნველყოფის მიზანი, თავშესაფარში მყოფი ძალების გაცნობაა. Tinder-ის მსგავსად, GetPet-შიც ძაღლებს საკუთარი პროფილი და ბიოგრაფია აქვთ. ამის შესახებ Cnet-ი წერს.

 

პროფილზე, რამდენიმე განყოფილებაა შესავსები. მათ შორის ასაკი, სქესი ან აქვს თუ არა შინაურ ცხოველს კასტრაცია ან სტერილიზაცია ჩატარებული.

 

პროფილის ფოტოს ქვედა ნაწილში ორი ღილაკი - ❌ და ❤️ არის გამოსახული. ❌ ნიშნავს, რომ ძაღლი არ მოგეწონათ და მზად ხართ, შემდეგი პროფილი ნახოთ. ❤️ მოწონებას და შეხვედრის, შინაური ცხოველი მონახულების სურვილს ნიშნავს.

 

თავშესაფარში ძაღლის მონახულების შემდეგ, შინაური ცხოველის სახლში წაყვანაც შესაძლებელია. ამ შემთხვევაში GetPet-ის მენტორები, ძაღლის პოტენციურ მომვლელებს მის ზრუნვასთან დაკავშირებული რჩევებით ეხმარებიან.

 

იმის გათვალისწინებით, რომ აპლიკაცია ჯერ, მხოლოდ ლიეტუვაში მუშაობს, ის მხოლოდ ლიეტუვურ ენაზეა. უახლოეს მომავალში GetPet-ის შემქმნელები, მსგავსი აპლიკაციის გამოშვებას კატებისთვისაც გეგმავენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი