logo_geo
როგორ შეიქმნა თბილისის ფუნიკულიორი?
- +

8 თებერვალი. 2019. 11:44

 

ე.წ. ზედა თბილისის გაშენების იდეა 1900-იან წლებში გაჩნდა. გეგმის მიხედვით, „ზედა თბილისი“ მთაწმინდის პლატოზე უნდა გაშენებულიყო. შემუშავდა „ზედა თბილისის“ განაშენიანების გეგმა და ქუჩათა ქსელი. უმთავრესი პრობლემა „ქვედა თბილისთან“ სატრანსპორტო კომუნიკაცია იყო. ამ პრობლემის გადაჭრის გზა კი თბილისის ტრამვაის ქსელის მფლობელმა, ბელგიურმა კომპანიამ წარმოადგინა. ბელგიელი ინჟინრის ალფონს რობის ინიციატივით, ახალი უბანი ძველ ქალაქს სამთო ტრამვაით – ფუნიკულიორით უნდა დაკავშირებოდა.

 

„ფუნიკულიორი“ სალიანდაგო-საბაგირო გზის ამსახველი ტერმინია, რომელიც ბაგირის ლათინური სახელწოდებიდან (funicus) არის წარმოქმნილი. თბილისის ფუნიკულიორი 1905 წლის 27 მარტს გაიხსნა. 30-იან წლებში გადაწყდა პლატოზე პარკის მშენებლობა და ფუნიკულიორის პირველი რეკონსტრუქცია ჩატარდა 1936-1938 წლებში, ძველი ზედა სადგურის ადგილას აშენდა ახალი (ავტორები არქიტექტორები: ზ. და ნ. ქურდიანები, თანაავტორი ა. ვალაბუევი), მეორე რეკონსტრუქცია ჩატარდა 1968-1969 წლებში. ძველი ქვედა სადგურის ნაცვლად აიგო ახალი შენობა, შეიცვალა ვაგონების ძარები და გაფართოვდა ფუნიკულიორთან მისასვლელი მოედანი.

 

2012 წელს ჩატარდა აღნიშნული ტერიტორიის რეაბილიტაცია.

 

 

 

big_banner
არქივი