logo_geo
ქუვეითელი წყვილი დაქორწინებიდან 3 წუთში განქორწინდა
- +

8 თებერვალი. 2019. 15:44

 

ქუვეითში ახალდაქორწინებული წყვილი რამდენიმე წუთში განქორწინდა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „The Sun“ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც წყვილმა ქორწინება ოფიციალურად გააფორმა, ბიჭმა გოგოს დაცინვა დაიწყო და საჯაროდ „სულელი“ უწოდა.

 

ირკვევა, რომ გოგომ შეურაცხყოფა ვერ აიტანა და განქორწინება მოითხოვა. წყვილის ქორწინებამ სულ 3 წუთს გასტანა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი