logo_geo
როგორი დირექტორი სჯობს - მეცნიერების კვლევა
- +

9 თებერვალი. 2019. 00:47

 

 

ჰარვარდის, სტენფორდის და ჩიკაგოს უნივერსიტეტების მეცნიერებმა თითქმის 5000 გენერალური დირექტორის ქცევა გაანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ ინტროვერტები უფრო ეფექტიანი მმართველები არიან.

 

მწერალ და იურისტ სიუზან კეინს (წიგნის „ინტროვერტები: როგორ გამოვიყენოთ საკუთარი ხასიათის თავისებურებები“ ავტორი) კი მიაჩნია, რომ ინტროვერტები უფრო შემოქმედებითი ხალხია, ვიდრე ექსტრავერტები. შემოქმედებით ადამიანებს კი ახასიათებთ, არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის მმართველობის სფეროში.

 

ინტროვერტის და ექსტრავერტის შესახებ კონცეფცია კარლ იუნგს ეკუთვნის, რომელსაც მიაჩნდა, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის (ექსტრავერტი) ენერგიის წყაროს გარე სამყარო წარმოადგენს, ხოლო სხვები (ინტროვერტები) ენერგიას შინაგანი სამყაროდან იღებენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი