logo_geo
„ხაში დილით 2 შაური, დილის მერე 1 შაური“ - რესტორან „ლუტეცია ილ დე პაღის“ მენიუ
- +

9 თებერვალი. 2019. 16:41

 

მადათოვის კუნძულზე შილიფად ნაშენი რესტორანის „ლუტეცია ილ დე პაღის“ მენიუ ასე გამოიყურებოდა:

 

- ბოზბაში - 2 შაური;

- ჩიხირთმა ძმრით 3 შაური, უძმროდ 2 შაური;

- ხაში დილით 2 შაური, დილის მერე 1 შაური;

- ფირმენი ბლუდა „ა ლა ხარფუხ“ - აბაზი;

- ღვინო ყურძნის 5 კაპეიკუ, იმნაირი ღვინო - შაური;

- ლავაში ფეშქაშად.

 

კედლებზე, ფარდაგებს შორის, წარწერები განეთავსებინათ:

 

- „ნისიაზე არ ვიძლევით!“

- „დალიე-შეირგე!“

- „ჩვენთან მუსიკანტებს არ ცემენ, თამადას ცემეთ გარეთ!“

- „წასულებისათვის ღვინოს პოლზე ნუ დაასხამთ!“

 

გასასვლელი კარის თავზე კი დიდი ასოებით წაეწერათ: - „დოქი დატოვე ადგილზე!“...

 

 

თედო ისაკაძე

„აურიკოვა ანუ არზაყან ამილახვარ ესკვაერის ნამდვილი მოგზაურობა საქართველოში“.

 

(ნახატი ჯოვანი ვეფხვაძისა)

 

 

 

big_banner
არქივი