logo_geo
რა საკვები „უყვარს“ ტვინს?
- +

9 თებერვალი. 2019. 18:54

 

რომელი პროდუქტები „უყვარს“ ჩვენს ტვინს? რა უნდა მივაწოდოთ იმისთვის, რომ უკეთ იმუშაოს და ხანგრძლივად შეინარჩუნოს ჯანმრთელობა?

 

მოცვი

დიდი რაოდენობით მოცვის ჩაის მიღება სავალდებულოა ხანდაზმულებისათვის, იგი არაჩვეულებრივია მეხსიერებისათვის. მეხსიერებისათვის აგრეთვე სასარგებლოა ჟოლო და მაყვალი.

 

ავოკადო

აშშ-ის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ ავოკადო არტერიულ წნევას არეგულირებს. სასურველია მისი მიღება ცოცხლად, სალათებში.

 

ბადრიჯანი

ბადრიჯნის კანში შემავალი შავი პიგმენტი ხელს უწყობს ტვინის უჯრედებში ცხიმის აუცილებელი რაოდენობის შენარჩუნებას.

 

ქათმის ხორცი

ქათმის ხორცი მდიდარია B2, B6, B12 ვიტამინებით, რაც ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აუმჯობესებს მეხსიერებას. ერთადერთი რჩევა ფრინველის მოყვარულებს, მომზადების წინ, ქათამს კანი გააცალეთ.

 

ჭარხალი

ჭარხლის სასარგებლო თვისებების ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ უმჯობესია, ბოსტნეული უმი სახით მიირთვათ.

 

ორაგული

თევზში შემავალი ომეგა-3 განაახლებს ტვინის უჯრედებს.

 

ყავა

კოფეინი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, იცავს ნერვულ სისტემას ტოქსინებისგან, ხოლო სისხლძარღვებს - ქოლესტერინისგან.

 

კივი

მხოლოდ ერთი ცალი კივი შეიცავს C ვიტამინის დღიურ ნორმას. ეს სასარგებლო ხილი ტვინს იცავს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან.

 

მწვანე ბარდა

ორგანიზმში ვიტამინი B1-ის ნაკლებობა მეხსიერების დაქვეითებასა და უყურადღებობას იწვევს. B1 დიდი რაოდენობითაა მწვანე ბარდაში, ამიტომ უხვად მიირთვით სალათებში.

 

მიდიები

თუ გონების მუშაობის გაუმჯობესება, ძილის გამოსწორება და მეხსიერების აღდგენა გსურთ, მიირთვით B12 -თა და თუთიით მდიდარი მიდიები.

 

ლობიო

ლობიო ცილებისა და ნახშირწყლების საბადოა. არეგულირებს სისხლძარღვებში შაქრის დონეს.

 

ყურძენი

სასარგებლოა თეთრიცა და შავიც. მასში შემავალი გლუკოზა გონების მუშაობას უწყობს ხელს.

 

ზღვის კომბოსტო

დიდი რაოდენობით შეიცავს იოდს. ამ ელემენტის ნაკლებობა დეპრესიას, უძილობას, მეხსიერების დაქვეითებასა და ნერვული სისტემის მოშლას იწვევს.

 

თხილი, ნიგოზი, ნუში

მიირთვით თხილი, ნუში და ნიგოზი. ტვინისთვის სასარგებლო ცხიმის გარდა ფოსფორსა და რკინას შეიცავს.

 

დაღერღილი მარცვლის პური

შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს. აგრეთვე სასარგებლოა ეგრეთ წოდებული მიუსლი და სხვა ბურღულეულისაგან მომზადებული ფაფები.

 

გოგრის თესლი

ომეგა-3-ს, ომეგა-6-ს , A,E ვიტამინებისა და თუთიის საბადოა.

 

შოკოლადი

მაგნიუმის წყალობით, რომელსაც კაკაოს მარცვლები შეიცავს, გაგიუმჯობესდებათ მეხსიერება. სასურველია, დიდი რაოდენობით მიირთვათ შოკოლადი, რომელშიც კაკაო 70-80%-ია. ხოლო შოკოლადის კანფეტები, სუფლე და ნამცხვრები ნაკლებად სასარგებლოა, რადგან მათში მრავლადაა ცხიმი, ფქვილი და შაქარი.

 

მწვანე ჩაი

ეს სასმელი მოგიწესრიგებთ ნერვულ სისტემას, გაგიუმჯობესებთ გონების მუშაობას. რთული გადაწყვეტილებების მიღებამდე, მიირთვით (უკეთესია შავი შოკოლადის 2-3 ნატეხთან ერთად) ფინჯანი მწვანე ჩაი.

 

წითელი კომბოსტო

ბოსტნეულში შემავალი ანტიოქსიდანტები ალცჰაიმერის დაავადებისგან დაგიცავთ. გონების სამუშაოსთვის საუკეთესოა წითელი კომბოსტოს სალათა. წვრილად დაჭრილ კომბოსტოს დაუმატეთ გახეხილი სტაფილო, დაჭრილი მწვანე ხახვი, მოასხით ზეითუნის ზეთი და გემრიელად მიირთვით.

 

გარგარის ჩირი

ჩირი მდიდარია რკინითა და C ვიტამინით. მეხსიერება გაგიუმჯობესდებათ და გონება სხარტად დაიწყებს მუშაობას, თუ დღეში 3-4 ცალ გარგარის ჩირს მიირთმევთ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი