logo_geo
მეცნიერები: ფუტკრებმა მიმატება და გამოკლება იციან
- +

9 თებერვალი. 2019. 23:49

 

 

თაფლის მომპოვებელ ფუტკარს შეუძლია მათემატიკური მოქმედებების განხორციელება, როგორიცაა შეკრება და გამოკლება, ამის შესახებ ინფორმაციას  „BBC“ აქვეყნებს. 

 

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ავსტრალიელი მეცნიერები, რომლებმაც ფუტკრებზე რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ფუტკრის ტვინში მხოლოდ მილიონი ნეირონია, მას შეუძლია მათემატიკური მაგალითების გამოყვანა. ადამიანის ტვინში საშუალოდ 90-95 მილიონი ნეირონია. 

 

ჯერ კიდევ ბავშვობაში ადამიანი აცნობიერებს რომ  "+" ნიშნავს რამდენიმე ციფრის შეკრებას, ხოლო "-" ციფრების გამოკლებას. 

 

ასეთი მაგალითების ამოსახსნელად ადამიანს ერთდროულად სჭირდება უკვე ნასწავლის გახსენება და მახსოვრობის დაძაბვა. 

 

მელბურნის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 14 ფუტკარი მონაწილეობდა. მწერებისთვის დაამზადეს ლაბირინთი, რომელსაც Y-ის ფორმა ჰქონდა. ლაბირინთს ჰქონდა ერთი შესასვლელი და ორი გამოსასვლელი. 

 

ლაბირინთის გამოსასვლელთან ფუტკრებს აჩვენებდნენ ნახატებს, სადაც ლურჯად და ყვითლად შეფერილი გეომეტრიული ფიგურები რომბი, წრე და სამკუთხედი იყო გამოსახული. ლურჯი ფერი ნიშნავდა მიმატებას, ყვითელი - გამოკლებას. 

ლაბირინთის შიგნით ფუტკრებს უნდა მოეძებნათ სწორი პასუხი ამ ნახატებიდან და ლაბირინთიდან გასულიყვნენ. 

 

100 ცდის შემდეგ ფუტკრებმა გადალახეს ლაბირინთი, ამისთვის მათ 4-დან 7 საათამდე დასჭირდათ და ზუსტად მიხვდნენ, რომ ლურჯი ნიშნავდა +1-ს და ყვითელი -1-ს. 

 

„ექსპერიმენტის მსვლელობისას ფუტკრებმა არა მხოლოდ შეძლეს დავალების შესრულება, არამედ დაამუშავეს ინფორმაციაც. სწორედ აქედან დადასტურდა, რომ ფუტკრებს ესმით მათემატიკური კონცეფცია“, - ამბობენ მეცნიერები. 

 

მწერებს აჩვენებდნენ ორ ნახატს, რომლებზეც სხვადასხვა რაოდენობის ობიექტი იყო გამოსახული. როცა ფუტკარი მიფრინდებოდა იმ ფოტოსთან, რომელზეც ცოტა ობიექტი იყო გამოსახული მას ჯილდოდ წყალს აძლევდნენ, სადაც ბევრი ობიექტი იყო გამოსახული წყალში გახსნილ ლიმონს სთავაზობდნენ. 

 

მწერები 80%-ის შემთხვევაში პირველ სურათთან მიფრინავდნენ. 

 

„ამ კვლევამ აჩვენა, რომ არითმეტიკული ფიგურების გამოყენების დროს მიმატება და გამოკლება ფუტკრის მცირე ტვინსაც შეუძლია,“ - ამბობენ მეცნიერები. მათი თქმით, მიღებული შედეგები მათ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში დაეხმარებათ

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი