logo_geo
კიბოს სიმპტომები მამაკაცებში
- +

11 თებერვალი. 2019. 01:46

 

 

ორგანიზაცია „Cancer Research UK“-ის ექსპერტებმა კაცებში კიბოს მთავარი სიმპტომები დაასახელეს. ამის შესახებ „Daily Express“-ი კვლევაზე დაყრდნობით წერს.

მედიკოსები მიიჩნევენ, რომ სისხლი შარდსა და განავალში შარდის ბუშტის ან ნაწლავების კიბოზე მიუთითებს. მათი რეკომენდაციაა, ამ სიმპომების აღმოჩენისთანავე მიმართონ ექიმს.

 

ძუძუს ფორმის შეცლა ან ძუძუს თავებიდან გამონადენი შესაძლოა მკერდის კიბოს ნიშანი იყოს. ეს ონკოლოგიური დაავადება კაცებში იშვიათია, თუმცა მისი გამორიცხვა არ შეიძლება. 

 

სპეციალისტები კაცებს ასევე ექიმთან მისვლას ურჩევენ, თუ ისინი გამუდმებით ახველებენ. განსაკუთრებით საშიში სიმპტომია სისხლის ამოხველება. 

 

გარდა ამისა, მედიკოსების რეკომენდაციაა, კაცებმა ყურადღება მიაქციონ წონის მკვეთ კლებას, შარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სათესლე ჯირკვლების ფორმის ან ზომის ცვლილებას.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი