logo_geo
„წითელქუდა“ გურულად - დაბოდიალობდა მარტო ტყეში აი აბდალი წითელქუდა
- +

11 თებერვალი. 2019. 13:36

 

 

დაბოდიალობდა მარტო ტყეში აი აბდალი წითელქუდა.

 

კაი, აგი ბაღანაა და შტერია, მარა იი აბდალი დედამისი რამ გადარია?! მარტო რომ უშობ ბაღანას ტყეში, ბებიაშენს საჭმელი წუუღეო, დედა ხარ მაგის მერე? ჰოდა ქი შემოხთა მგელი, მუატყუა - ასე წაი, მოკლეა გზაიაო, გუუშვა შორი გზიდან ამ გათახსირებულმა და თვითონ ქი წევიდა მოკლე გზით, გადაყლუნწა ბებია, დეელოდა წითელქუდას და მიაყოლა ზეთ, და დესერტათ ხილიც დააყოლა, კალათაში რომ ეწყო.

 

 

ქი იყვნენ ღირსი, ასე რო დამთავრებულიყო ყოლიფერი, მარა ნენა, განგება მოწყალეა და გადმოხედა ამ აბდლებს. მევიდა მონადირე, მოკლა აი მგელი, ამეიყვანა აგენი და გადაარჩინა.

 

 

ასე უკუღმართათაა მოწყობილი წუთისოფელი, ამფერ აბდლებს ბედი წყალობს და ვინცხა ღირსია სიცოცხლის ქია მიწაში...

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი