logo_geo
128 TB-იანი მეხსიერების ბარათი რეალობა ხდება
- +

11 თებერვალი. 2019. 13:37

 

ინტერნეტის სისწრაფის ზრდასთან ერთად მსოფლიოს მასშტაბით იზრდება მყარი დისკის მოცულობა და წაკითხვის სისწრაფე. 4K ფილმები და უახლესი პროგრამები სულ უფრო და უფრო მეტ მეხსიერებას საჭიროებს.

 

1973 წელს IBM-ის მიერ გამოშვებული ვინჩესტერის დისკის დიამეტრი 60 სანტიმეტრს შეადგენდა, ტევადობა კი 5 MB-ს. დღეს არსებული მყარი დისკების მოცულობა თავდაპირველს 200 000-ჯერ, ზოგ შემთხვევაში 400 000-ჯერაც აღემატება. შემცირებულია მათი ზომა, და ინფორმაციის წაკითხვა-ჩაწერის სისწრაფე. თუმცა 1 და 2 TB სულაც არ არის ზღვარი. „SD Association“ გეგმავს 128 TB-იანი SD დისკის გამოშვებას. გარდა იმისა, რომ მისი ზომა მინიატურულია - სულ რამდენიმე მილიმეტრი, ტრადიციული HDD-სგან განსხავებით, როგორც SSD, ასევე SD ბარათების წაკითხვის სისწრაფე და საიმედოობა ბევრად მაღალია. თუმცა, ფასი კლების მიუხედავად ისევ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. თუ 1 TB მოცულობის მქონე მყარი დისკი „AMAZON“-ზე 25-30 დოლარი ღირს, SSD-ს ფასი 200-250 დოლარს აღწევს.

 

128 TB 30 000-ზე მეტ ჩვეულებრივ HD ხარისხის ფილმს დაიტევს, თუმცა დისკი ამ სტანდარტზე აღარ იქნება გათვლილი. 4K გარჩევადობის 2-საათიანი ფილმის ზომა 100 GB-ს აღწევს, ასეთი ფილმი ბარათზე 1000-ზე მეტი ჩაიწერება და ადგილი ვირტუალური რეალობის ვიდეოებისთვისაც დარჩება. მასზე დაეტევა ასევე კონგრესის მთელი ბიბლიოთეკა - 38 მილიონი წიგნი.

 

მნიშვნელოვანია ჩაწერა-წაკითხვის სისწრაფეც, რომელიც 985 მბ/წმ-მდე იზრდება, რაც იმავე 4K გარჩევადობის ფილმის გადაწერის დროს 2 წუთამდე ამცირებს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი