logo_geo
კვლევა: ქალების ჯანმრთელობისთვის კვირაში ორჯერ მეგობრების ნახვა აუცილებელია
- +

11 თებერვალი. 2019. 13:40

 

 

იმისთვის, რომ ქალებმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაიუმჯობესონ, კვირაში ორჯერ მეგობრებთან ერთად უნდა გაატარონ დრო. ამის შესახებ ახალ კვლევაში წერია, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტმა ჩაატარა.

 

როგორც გაირკვა, მეგობრებთან დროის გატარება ქალებს უფრო აბედნიერებს და ამხიარულებს, რაც დადებითად აისახება მათ ჯანმრთელობაზე.

 

ფსიქოლოგი და კვლევის ავტორი რობინ დუნბარი ამბობს, რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება, თუ ის კვირაში ორჯერ ოთხ საუკეთესო მეგობართან ერთად ატარებს დროს და სხვადასხვა რამით კავდება. კვლევის მიხედვით, ეს "სხვადასხვა რამეა": ლუდის დალევა, ჭორაობა, მათ მეტოქეებზე საუბარი და ა.შ.

 

მეგობრებთან დროის გატარების დადებითი მხარეები, რომლებიც ქალის ჯანმრთელობაზე აისახება, არის შემდეგი: ისინი ავადმყოფობას მალე ერევიან; უმცირდებათ შეშფოთებისა და მღელვარების დონე; იზრდება გულუხვობის დონე, რაც მათ თავს უკეთ აგრძნობინებთ.

 

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ყოველი 5 ქალიდან მხოლოდ 2 ახერხებს კვირაში ერთხელ მაინც მეგობრების ნახვას. კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს (შესაძლოა კაცებზე მეტადაც კი) სჭირდებათ ამგვარი კავშირები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი