logo_geo
როგორ დავგეგმოთ თებერვლის მეორე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით
- +

11 თებერვალი. 2019. 13:46

 

 

მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვისას გასათვალისწინებელია, რომ მთვარის გადასვლა ამა თუ იმ თანავარსკვლავედში მის ენერგეტიკას დესტრუქციულს ან, პირიქით, კრეატიულს ხდის.

 

11-13 თებერვალი: მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. იქნება მძიმე დღეები და განსაკუთრებით მათთვის, ვინც არ იცის საკუთარი საქმეების დაგეგმვა და ძალების სწორი გადანაწილება. ამ დღეებში იოლია შეცდომის დაშვება გაუფრთხილებლობით, ამიტომ სჯობს, ჩვეულ და მარტივ საქმეებს შევეჭიდოთ.

 

14-15 თებერვალი: მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანში. ძალზე პოზიტიური დღეებია. მთვარის აქტიურობა იზრდება, მასთან ერთად იზრდება ენერგიის მარაგები. ადამიანებში მოიმატებს კარგი განწყობა, იღბლიანობა, ენერგია. დაბრკოლებების გადალახვა გაიოლდება. იდეალური დროა მუშაობისთვის, მომატებულია პროდუქტიულობა. პარასკევს მოიმატებს შემოქმედებითი ენერგია.

 

16-17 თებერვალი: მზარდი მთვარე კირჩხიბის თანავარსკვლავედში, ძალზე საშიში ორი დღეა, რომლებიც, სჯობს, განმარტოებით გაატაროთ და პირად საკითხებს დაუთმოთ. კვირა დღეს, 17 თებერვალს, დღე ნაკლებად ნეგატიური იქნება ურანთან კვადრატურის გამო. ამ დღეს ადამიანებს მომატებული ექნებათ ენერგია, რათა პრობლემებს წარმატებით გაუმკლავდნენ.

 

18-19 თებერვალი: 18 თებერვალი - მთვარის ზრდის ბოლო დღე ლომის თანავარსკვლავედში კარგი და პროდუქტიული დღეა. ცეცხლის სტიქია ადამიანებს თავდაჯერებულობასა და მოტივაციას შემატებს. 19 თებერვალი - სავსემთვარეობა ასევე ლომის ნიშანში - საშიში დღეა, რომელსაც ცხოვრების ყველა სფეროში იმედგაცრუებების მოტანა შეუძლია. როცა სავსე მთვარე ლომის გავლენის ქვეშაა, სჯობს, იმპულსურობას მოერიდოთ. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ შესაძლებელია განწყობის ხშირი და მკვეთრი ცვლა, ასევე უსაფუძვლო შიშების გაჩენა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი