logo_geo
10 ყველაზე შთამბეჭდავი ფოტო, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
- +

12 თებერვალი. 2019. 02:51

 

 

მედია და ფოტორეპორტოერები ძალიან დიდ როლს თამაშობენ იმაში, რომ დაგვანახონ, რეალურად, რა ხდება სამყაროში. ომის დროს გადაღებული ფოტოები გვაიძულებენ, იმაზე ფართოდ გავახილოთ თვალები, ვიდრე შეგვიძლია. წარმოგიდგენთ პრესაში გავრცელებული 10 ყველაზე შთამბეჭდავ ფოტოს, რომელმაც მსოფლიო შეცვალა.

 

 

1.დაცემული ჯარისკაცი – ფოტო-ჟურნალისტ რობერტ კაპას ნამუშევარია. ფოტოს გამოქვეყნებამ მას დიდი აღიარება მოუტანა.

 

2. ავღანელი გოგონა – 1984 წლის ფოტო, რომელიც ეკუთვნის ამერიკელ ფოტოგრაფს, სტივ მაკ-კარს. ავღანელი გოგონა 1985 წელს National Geographic-ის გამოცემის მთავარ გვერდზე აღმოჩნდა. მისი მწვანე თვალები ავღანეთის სამოქალაქო ომის მთავარ სიმბოლოდ იქცა.

3. სვავი და პატარა გოგონა – სუდანის მეორე სამოქალაქო ომის დროს შიმშილით უამრავი ადამიანი დაიღუპა. ფოტოგრაფმა, კევინ კარტერმა შიმშილისგან დასუსტებული პატარა გოგონა აღმოაჩინა, რომლის შორი-ახლოს სვავი დააბიჯებდა და ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა.

4. ამომავალი დროშა ივო ჯიმადან – ამერიკელი ფოტოგრაფის, ჯო როზენტალის ფოტომ პულიცერის პრემია მოიგო. ფოტო გადაღებულია მეორე მსოფლიო ომის დროს.

5. ერთის ძალაუფლება – 2007 წელს ოდედ ბალილტის ფოტომ პულიცერის პრემია მიიღო. ფოტოზე ვხედავთ, თუ როგორ ცდილობს ებრაელი ქალი, შეაჩეროს პოლიციელები, რათა ისინი არ შეიჭრან დასავლეთ ისრაელის ბანაკში და არ დაარბიონ არალეგალი ებრაელები.

6. დაცემული მამაკაცი – ფოტო ეკუთვნის რიჩარდ დრიუს, რომელიც გადაღებულია 11 სექტემბრის ტერაქტის დროს. მამაკაცი ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრიდან გადმოვარდა.

7.კაცი მთვარეზე – ყველა დროის ყველაზე ცნობილი ფოტო, რომელიც გადაღებულია აპოლო 11-ის მიერ. ფოტოზე გამოსახულია ბაზ ოლდრინი – ადამიანი, რომელიც ნილ არმსტრონგის შემდეგ წავიდა მთვარეზე.

8. სოკოს ღრუბელი ნაგასაკის თავზე – ფოტო გამოსახავს ერთ-ერთ ტრაგიკულ მომენტს ისტორიაში. ,,ატომის სოკო” წარმოქმნილი ნაგასაკიში, ატომური ბომბის აფეთქების შედეგად.

9. ტანკის კაცი – 5 ივნისი, 1989 წელი, პეკინი. ჯენ ვიდენერის ფოტო, რომელზეც გამოსახულია კაცი პარკით ხელში, ტანკის პირისპირ მდგომი. 

10. ებრაელი ბიჭუნა ნებდება – ფოტოზე გამოსახულია ებრაელი ბიჭუნა, რომელიც გახდა სახე უადანაშაულო ებრაელებისა, რომლებიც დაიღუპნენ მეორე მსოფლიო ომის დროს. ფოტო გადაღებულია ვარშავაში, 1942 წელს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი