logo_geo
ბედნიერი სიბერისთვის საჭირო რამდენიმე რჩევა
- +

12 თებერვალი. 2019. 14:04

 

12 რჩევა - თუ როგორ იყოთ ბედნიერები სიბერეში. ვისთან რა უნდა თქვათ და როდის? რა უნდა ჩაიცვათ, რისი მოლოდინი უნდა გქონდეთ და რაზე არ უნდა იწუწუნოთ? რატომ უნდა გაუფრთხილდეთ საკუთარ მამაკაცს და ზოგადად, უნდა დაადანაშაულოთ თუ არა საკუთარი თავი? ამ და სხვა რჩევებზე გიამბობთ ვრცლად.

 

მაშ ასე, როდესაც დაბერდებით...

 

  1. არასოდეს არავის ასწავლო ჭკუა. მაშინაც კი, როცა ზუსტად იცი, რომ მართალი აღმოჩნდები. გაიხსენე, როგორ გაღიზიანებდა ეს თავის დროზე და შენ თუ მისდევდი უფროსების რჩევებს...

 

  1. ნუ ეცდები, დაეხმარო, როცა ამის შესახებ არ გთხოვენ. არავის თავი არ მოაბეზრო. ნუ ცდილობ, დაიცვა ახლობლები სამყაროს ყველა უსიამოვნებისგან. უბრალოდ გიყვარდეს ისინი.

 

  1. არ იწუწუნო ჯანმრთელობის შესახებ, მეზობლებზე, მთავრობაზე, საპენსიო ფონდზე. ნუ გადაიქცევი სადარბაზოსთან მჯდომარე ბუზღუნა დედაკაცად.

 

  1. ნუ ელოდები მადლიერებას შვილებისგან. გახსოვდეს: არ არსებობს უმადური შვილები - არსებობენ სულელი მშობლები, რომლებიც შვილებისგან მადლიერებას ელოდებიან.

 

  1. ნუ ამბობ ამდაგვარ ფრაზებს: „შენს ასაკში...“, „ყველაზე საუკეთესო წლები მოგიძღვენი“, „მე უფროსი ვარ, ამიტომ უკეთესად ვიცი...“. ეს აუტანელია!

 

  1. თუ გეყოლება შვილიშვილები, დაჟინებით ნუ მოითხოვ, რომ მათ მოგმართონ სახელით, და არა ბებიათი. ეს სისულელეა.

 

  1. ნუ დახარჯავ უკანასკნელ ფულს გამაახალგაზრდავებელ პროცედურებზე. ეს უაზრობაა. უკეთესია, დახარჯო ის მოგზაურობაზე.

 

  1. ნუ იყურები სარკეში და ნუ იკეთებ მაკიაჟს ჩაბნელებულ ოთახში. ეცადე, შეძლებისდაგვარად გამოიყურებოდე ელეგანტურად. სწორედ ელეგანტურად, და არა ახალგაზრდულად. დამიჯერე - ასე უკეთესია.

 

  1. გაუფრთხილდი საკუთარ მამაკაცს, თუნდაც ის დანაოჭებული, უსუსური და ბუზღუნა მოხუცი იყოს. ნუ დაგავიწყდება, რომ ოდესღაც ის იყო ახალგაზრდა, ძლიერი და მხიარული. და შესაძლებელია, ის ერთადერთია, ვისაც ახსოვხარ ახალგაზრდა, ლამაზი და ვისაც შენ ახლა ნამდვილად სჭირდები.

 

  1. ნუ ცდილობ, ნებისმიერ ფასად დაეწიო დროს: გაერკვიო ახალ ტექნოლოგიებში, მანიაკალურად ადევნო თვალი ახალ ამბებს, მუდმივად ისწავლო რაიმე ახალი, რათა არ „ჩამორჩე ცხოვრებას“. ეს სასაცილოა. აკეთე ის, რაც მოგწონს.

 

  1. არაფერში არ დაადანაშაულო საკუთარი თავი. როგორც არ უნდა აეწყოს შენი ან შენი შვილების ცხოვრება - შენ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო.

 

  1. ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნე ღირსება! ბოლომდე! ეცადე, ჩემო კარგო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გახსოვდეს, თუ აქამდე ცოცხალი ხარ, ესე იგი ეს ვიღაცას სჭირდება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი