logo_geo
მამაკაცს, რომელსაც 24 ცოლი და 149 შვილი ჰყავს, შინაპატიმრობა მიესაჯა
- +

12 თებერვალი. 2019. 18:27

 

კანადაში სასამართლომ მორმონების სექტის წარმომადგენელ ორ მამაკაცს პოლიგამიის გამო პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, უინსტონ ბლექმორს 24 ცოლი, ჯეიმს ოლერს კი ხუთი ცოლი ჰყავს.    

 

ბლექმორის შინაპატიმრობის ვადა 6 თვით განისაზღვრა, ოლერის კი - სამი თვით. ორივე მათგანს 12-თვიანი პრობაცია ელის. მოსამართლე შერი ან დონეგენის განცხადებით, ორივე მამაკაცი დასაქმებულია და სხვა მხრივ კანონი არ დაურღვევიათ. ამასთან, მათი პოლიგამია რელიგიურ რწმენას უკავშირდება.

 

61 წლის ბლექმორს 149 შვილი ჰყავს. სასამართლოს მისი ათობით გულშემატკივარი ესწრებოდა და როდესაც მოსამართლემ განაჩენი წაიკითხა, მათი უმეტესობა ტიროდა. ჯეიმს ოლივერი და უინსტონ ბლექმორი მორმონთა, ანუუკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის“ ლიდერები არიან, მორმონთა სექტა მრავალცოლიანობას აკანონებს.

 

 

 

 

 

 წყარო :  mignews.ge 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი