„Fox News“-ის წამყვანი პიტ ჰეგზითი ირწმუნება, რომ 10 წელია ხელები არ დაუბანია და ის კვლავ სუფთად გამოიყურება.
გადაცემა „Fox and Friends“-ის ეთერში ტელეწამყვანი ჰეგზითი განმარტავს, რომ ინფექციური მიკროორგანიზმები არ არსებობენ, რადგან მისი დანახვა შიშველი თვალით შეუძლებელია.
ამ კომენტარის შემდეგ პიტ ჰეგზითის თანაწამყვანებმა დასძინეს, რომ მათ ვაქცინაცია ჩატარებული აქვთ.
„Fox“-ის დილის გადაცემის ეთერში ამ თემაზე საუბარი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ჰეგზითი კოლეგებმა ნარჩენი პიცის ჭამისთვის გააქილიკეს.
https://twitter.com/i/status/1094978297270882306