logo_geo
კომპანია, რომელიც მარსზე მოხალისეების გაგზავნას გეგმავდა გაკოტრდა
- +

12 თებერვალი. 2019. 20:10

 

შვეიცარიის ქალაქ ბაზელის სასამართლომ კომპანია „Mars One Ventures“-ი ბანკროტად გამოაცხადა, რომელიც მარსის კოლონიზაციისთვის მოხალისეების გაგზავნას გეგმავდა. ამის შესახებ „Engadget“-ი წერს. 

პროექტის შემქნელის ბას ლანსდორპის განცხადებით, ის ცდილობს იპოვოს მისაღები გამოსავალი, ყველა დაინტერესებულ მხარესთან მოლაპარაკებებში, რათა პროექტი გადაარჩინოს. 

 

„Mars One“-ს შესახებ 2011 წელს გახდა ცნობილი. ლანსდორპი კოსმოსური ხომალდის აგებას და მარსზე რამდენიმე ადამიანის გაგზავნას გეგმავდა, რომლებიც დედამიწაზე არ დაბრუნდებოდნენ. 

 

თავდაპირველად ხომალდის გაშვება 2022 წელს იგეგმებოდა, შემდეგ კი მისია ჯერ 2024-მდე, შემდეგ კი 2026 წლამდე გადაიდო.

 

კოლონისტების ჯგუფში მოხვედრა ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ორგანიზატორების მტკიცებით, მათ ასობით ათასი განაცხადი მიიღეს, რომელთაგანაც 2015 წელს 100 ადამიანი შეარჩიეს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი