logo_geo
არავის გაუმხილოთ თქვენი გეგმები, არასოდეს! აი, რატომ...
- +

14 თებერვალი. 2019. 13:32

 

ყველას გვჩვევია სამომავლო გეგმების შედგენა. უფრო მეტად კი ოცნება გვიყვარს და როგორც კი რამეს ჩავიფიქრებთ, ვჩქარობთ, მის შესახებ ყველას მოვუყვეთ. ფსიქოლოგები ამის გაკეთებას არ გვირჩევენ. როგორც არ უნდა გაწვებოდნენ ემოციები შიგნიდან, არ ღირს მათი გაზიარება სხვებისთვის.

 

 

 

1.რისკავთ ენერგიის დაკარგვით

 

სამყარო ძალიან ჭკვიანურად მოწყობილი სუბსტანციაა. როგორც კი ჩვენში სურვილი ყალიბდება, სამყარო მისი განხორციელებისთვის საჭირო ენერგიას გვიგზავნის.

 

მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ეს ენერგია შეზღუდულია, უფრო ზუსტად კი, იმ რაოდენობის ენერგია გვეგზავნება, რამდენიც ჩვენი სურვილის განხორციელებისთვისაა საჭირო.

 

როცა გეგმების შესახებ მეგობრებს უყვებით, გასართობად, ამით თქვენი ენერგია იკარგება. ის ფუჭ საუბრებზე იხარჯება და არა საქმეზე.

 

 

  1. არ ითვალისწინებთ ქვეცნობიერის მინიშნებებს

 

თქვენი ქვეცნობიერი ვერ ხედავს განსხვავებას რეალობასა და იმ სურათებს შორის, რომლებიც თქვენს წარმოსახვაში იბადებიან. როცა მიზნისკენ ისწრაფვით, თქვენი ქვეცნობიერი მის მიღწევაში გეხმარებათ. ის მისკენ მიმავალ გზებს ეძებს, აანალიზებს და მათგან საუკეთესოს არჩევს.

 

როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, ქვეცნობიერი და ცნობიერი მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. იმისთვის, რომ ქვეცნობიერს ვუკარნახოთ, თუ რა გზით წავიდეს, სპეციალისტები გვირჩევენ, ჩვენი სურვილების ვიზუალიზაცია მოვახდინოთ.

 

ამავდროულად კი, როცა ჩვენს გეგმებზე ყოველ კუთხე-კუნჭულში ვყვებით და სანუკვარ მიზანს თითქმის ახდენილად აღვწერთ, ტვინი მას ისე აღიქვამს, როგორც უკვე მომხდარ, დასრულებულ ფაქტს და აღარ აგრძელებს მუშაობას იმაზე, რაც მისთვის უკვე მომხდარია.

 

 

  1. როგორ ავისრულოთ სურვილი

 

მოქმედება ნებისმიერ საუბარზე უკეთესია. იმისთვის, რომ სურვილი აგისრულდეთ, ძალისხმევა არ უნდა დაიშუროთ. თავის ქება და ტრაბახი კი მხოლოდ მას მერე შეგიძლიათ, როცა საქმეს დაამთავრებთ.

 

მეორე მხრივ, როცა თქვენი გეგმების შესახებ არავინ იცის და მოულოდნელად მათ რეალიზებას გადაიფიქრებთ, ვერავინ დაგადანაშაულებთ იმაში, რომ ზარმაცი ხართ და მხოლოდ ლაპარაკი გეხერხებათ.

 

თქვენი რეპუტაცია გადარჩება და თავქარიანად არავინ ჩაგთვლით.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი