logo_geo
„არ ეკონტაქტოთ სულელ ადამიანებს” – ტიბეტელი ბერების რჩევები
- +

15 თებერვალი. 2019. 16:24

 

 

ტიბეტი, თოვლიანი მთების მიწა, ერთ დროს იზოლირებული სამეფო იყო. დღეს ის ცნობილია მედიცინით, რომელიც საუკუნეებს ითვლის. მას „Sowa rigpa“-ს უწოდებენ და  „მკურნალობის მეცნიერებას“ ნიშნავს. გაუტამა ბუდამ,  2500 წლის წინ, ჩამოაყალიბა დოქტრინა მედიცინის შესახებ, რომ ეს იყო ხსნა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ეძებდნენ თავისუფლებას სულიერი და ფიზიკური ტკივილების დროს. ეს დოქტრინა ეხება ყველას, განურჩევლად რასისა თუ მატერიალური მდგომარეობისა. ის პატივს სცემს თანასწორობას ადამიანებსა და ცხოველებს შორის, ეხმარება ადამიანებს ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევაში.

 

 

დაავადების წარმოშობა, მისი სიმპტომები, განვითარება, განკურნების მეთოდი, ტანჯვისაგან დაცვა დროებით და მუდამ – ეს ყველაფერი ტიბეტური მედიცინის საფუძველია.

 

ტიბეტური მედიცინა გვასწავლის, რომ ცხოვრების დანიშნულებაა, იყო ბედნიერი. ტიბეტური მედიცინის გამოყენებისას, ადამიანს შეუძლია, დაინახოს, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს მისი ფიქრები და ქცევა მისსავე ჯანმრთელობასა და ცხოვრებისეულ რიტმზე. 

 

 

ტიბეტური მედიცინა მოიცავს ფილოსოფიას, მეცნიერებასა და მკურნალობას, რასაც შეუძლია, შექმნას და შეინარჩუნოს ჯანმრთელი გონება და სხეული.  აღნიშნული დოქტრინის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები თავად ქმნიან საკუთარ ყოფას, რადგან განწყობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ცხოვრებაში. ადამიანები განსაცდელს, ხშირად, იმიტომ ეჩეხებიან, რომ, შემდგომში, მშვილდ-ისარმა ყველა სიკეთე მათკენ მომართოს. ტიბეტური მედიცინა ითვალისწინებს შემდეგ დებულებას – ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია.

 

ტიბეტური მეცნიერება გვასწავლის, რომ თითოეულ ცოცხალ არსებას აქვს ენერგია და თითოეული ადამიანი იბადება უნიკალური სტრუქტურით. სამი ძირითადი სახის ენერგია არსებობს. ესენია: loong, tripa და baekan(bad-kan).

 

აუცილებელია სამივე ასპექტის დაბალანსება:

  1. Loong – ეს არის წყარო ადამიანის შესაძლებლობისა, წრიულად ამოძრაოს ფიზიკური ნივთიერებები, სისხლი, ენერგია და არაფიზიკური – ფიქრები.

 

  1. Bad-kan – ადამიანში არის სხვადასხვა ფუნქციის წყარო, როგორიცაა საკვების გადამუშავება, ფიზიკური სტრუქტურის შენარჩუნება, ჯანმრთელობისა და გონების სტაბილურობა.

 

  1. Tripa – შინაგანი ბალანსის წყარო, როდესაც მოწესრიგებულია თერმორეგულაცია, მეტაბოლიზმი და ღვიძლის სწორი ფუნქციონირება. ადამიანს აქვს როგორც სიძლიერის, ასევე – სისუსტის შეგრძნებები. ამ ასპექტების საშუალებით, ადამიანს შეუძლია, სისუსტე სიძლიერედ გარდაქმნას – შინაგანი ბედნიერებისა და ჰარმონიის ხარჯზე.

 

 

 

ტიბეტელი ბერი, მატიო რიკარი, მეცნიერებმა ყველაზე ბედნიერ მამაკაცად აღიარეს. თუმცა, როგორც ჩანს, მის ყოვლისმომცველ ბედნიერებას სწორედ ეს მეტსახელი ჩრდილავს.

 

„მე უფრო ბედნიერ ბერებსაც ვიცნობ“, – ამბობს წარმოშობით ფრანგი რიკარი და საკუთარ მეტსახელს აბსურდს უწოდებს.

 

მატიო რიკარი რომ უბედნიერესი მამაკაცია, ამ დასკვნამდე ნეირობიოლოგი რიჩარდ დევიდსონი მივიდა. მან ტიბეტელ ბერს 256 სენსორი მიამაგრა და ტვინის აქტივობას კომპიუტერის მეშვეობით დააკვირდა. მეცნიერმა აღმოაჩინა, რომ მატიო რიკარის ტვინის გამა იმ ტალღებს აწარმოებდა, რომელიც პასუხს აგებს ცნობიერებაზე, ყურადღებაზე, სწავლისუნარიანობასა და მეხსიერებაზე.

 

70 წლის ტიბეტელ ბერს მეტსახელი მეცნიერებმა 12- წლიანი მედიტაციის შემდეგ შეარქვეს.

 

 

ტიბეტელი ბერი მატიო რიკარი ადამიანებს ურჩევს, რომ ყველამ, ვისაც ბედნიერების განცდა სურს, ყოველდღიურად, 15 წუთის განმავლობაში, გონება ბედნიერი ფიქრების დახმარებით უნდა ავარჯიშოს, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს.

 

70 წლის ბერი, ასევე, აუცილებლობად მიიჩნევს კვების რაციონის დარეგულირებას, რადგან მხოლოდ ფსიქოლოგიურ მედიტაციას ადამიანის სრულ ჰარმონიამდე მიყვანა არ ძალუძს:

 

„თავდაპირველად, ისეთი საკვები უნდა მივიღოთ, რომელსაც სწრაფად და მარტივად გადაამუშავებს ორგანიზმი, შემდეგ უკვე შედარებით მძიმე საკვებზე გადავიდეთ.

ხილის მიღება აუცილებელია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და არა – ჭამის შემდგომ, ამით თავიდან ტოქსინების მიღებას ავიცილებთ.

აუცილებლად დაიცავით გონივრული ინტერვალი კვებასა და კვებას შორის – იდეალურ შემთხვევაში, ეს 4-საათიანი ინტერვალია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზმში შლაკები წარმოიქმნება და ენერგია იკარგება. ხშირ-ხშირი წასუსნავებით, რეალურად, ორგანიზმს ვატყუებთ: ის იწყებს ახალი საჭმლის მონელებას ისე, რომ ჯერ კიდევ წინა კვების შედეგები სრულად არ მოუნელებია. ამის შემდეგად, საჭმლის მონელება რთულდება და წარმოიქმნება შლაკები.

წყალი, წყალი და კვლავ წყალი! ეს არის ის, რაც ორგანიზმს აცოცხლებს და აძლიერებს. დილით უზმოზე, რეკომენდებულია წყალი ერთი კოვზი თაფლითა და ლიმონით“.

 

 

ტიბეტური მედიცინის მიხედვით, არსებობს ოთხი სახის პრინციპი: კარმა, ტანჯვა, განკურნება, ბედნიერება. ეს პრინციპები აბალანსებს გონებასა და სხეულს. ტიბეტელ ბერებს, ასევე, აქვთ თავიანთი ცხოვრების ინსტრუქცია, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, ცხოვრება გაცილებით ლამაზ და ფერად ფერებში ჩანს:

 

არ ეკონტაქტო სულელ ადამიანებს;

მთავარი ცხოვრებაში – სიყვარულია, სხვა დანარჩენი – უბრალო საზრუნავია;

გახსოვდეს, რომ სხვა ცხოვრება აღარ გექნება;

ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი იქონიე;

გჯეროდეს საკუთარი შეგრძნებების;

ყოველთვის გახსოვდეს, რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს და ხშირად ის შენსას არ ემთხვევა;

ადამიანის პრობლემები მხოლოდ მასშია;

თუ დამნაშავე ხარ, მაშინვე აღიარე და არ იმართლო თავი;

შეეცადე, ყველა მოვლენისგან სიამოვნება მიიღო;

იცოდე, რომ დღევანდელი დღე საუკეთესოა.

 

ტიბეტური მედიცინა გავრცელებული იყო ტიბეტის პლატოზე, ჰიმალაებსა და ცენტრალურ აზიაში. დღეს კი ის მოიცავს როგორც აზიას, ისე – მთელ დასავლეთს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი