logo_geo
ცნობილი სპორტსმენი თავის ტვინის დონორი ხდება
- +

16 თებერვალი. 2019. 02:03

 

 

42 წლის ბრაზილიელმა სპორტსმენმა ვანდერლეი სილვამ ჟურნალისტებს გაანდო, რომ გადაწყვიტა სიკვდილის შემდეგ თავის ტვინის დონორი გახდეს.

პროფესიული კარიერის დროს შერეული ორთაბრძოლების მებრძოლმა ტვინის შერყევა არაერთხელ მიიღო, მისი დონორობა კი მეცნიერებს დაეხმარება უფრო მეტი გაიგონ ამ ორგანოს შესახებ.

 „ტვინის შერყევის სიმპტომების შესახებ ლექციაზე ვიყავი. გამახსენდა, რომ ათი სიმპტომიდან რვა შესაძლებელი გადამიტანია. ესენია აგრესია, გულმავიწყობა, ხასიათის ცვლილებები და დაძინების პრობლემაც“, – ამბობს სპორტსმენი და აღნიშნა, რომ პროცესის უფრო დეტალურად შესასწავლად უკვე დაუკავშირდა მეცნიერებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი