logo_geo
რატომ ჰქვიათ ნოტებს დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი?
- +

16 თებერვალი. 2019. 02:55

 

 

7 მუსიკალური ნოტი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ჰქვიათ ამ ნოტებს ასეთი სახელები და რას ნიშნავს თითოეული მათგანი.

ნოტების სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია ნაწარმოებთან „Ut queant laxis”, რომელიც კათოლიკური ჰიმნია და იოანე ნათლისმცემელს ეძღვნება.

დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნის ლათინური ლოცვის პირველი მარცვლებია, თუმცა თავდაპირველად  იყო ასე – უტ-რე-მი-ფა-სოლ-ლა-ჰექსაქორდი. სი მოგვიანებით გაჩნდა. უტ კი დო-თი მოგვიანებით მუსიკისმცოდნე დონმა შეცვალა თავისი გვარის პირველი მარცვლით.

 

შვიდივე მუსიკალურ ნოტს თავისი სახელწოდება აქვს:

დო – DOMINUS – ღმერთი

რე – RERUM – მატერია

მი – MIRACULUM – სასწაული

ფა – FAMILIAS PLANETARIUM – პლანეტების ოჯახი, ანუ მზის სისტემა

სოლ – SOLIS – მზე

ლა – LACTEA VIA – ირმის ნახტომი

სი – SIDERAE – ზეცა

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი