logo_geo
ქუვეითში ჰიუგოს, მარკესის და დოსტოევსკის ნაწარმოებები აკრძალეს
- +

16 თებერვალი. 2019. 02:57

 

 

ქუვეითის ინფორმაციის სამინისტრომ უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში დაახლოებით 1000-მდე წიგნი აკრძალა. ფრანგული „Le Figaro“-ს ცნობით,  უკანასკნელ პერიოდში სპარსეთის ყურის ქვეყანაში მსოფლიო ლიტერატურის უამრავი შედევრი აიკრძალა.

ადგილობრივი მთავრობისთვის ვიქტორ ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ და გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელიც“ მიუღებელია. ბოლო დროს ტაბუდადებული რომანების სიაში ცნობილი რუსი მწერლის თეოდორ დოსტოევსკის ნაწარმოები „ძმები კარამაზოვები“ მოხვდა. 

მიუღებელი ნაწარმოებები, გასაყიდად ქუვეითის წიგნის 43-ე საერთაშორისო ფესტივალზეც არ გამოიტანეს. 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი