logo_geo
ჩარლი ჩაპლინის წერილი ქალიშვილს
- +

16 თებერვალი. 2019. 02:58

 

 

ინ­გლი­სე­ლი კო­მე­დი­უ­რი მსა­ხი­ო­ბი, ჰო­ლი­ვუ­დის კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ად­რე­ულ-შუა პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე გან­თქმუ­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და რე­ჟი­სო­რი, სერ ჩარლზ სპენ­სერ ჩაპ­ლი­ნი, ცნო­ბი­ლი, რო­გორც ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნი, და­ი­ბა­და 1889 წლის 16 აპ­რილს ლონ­დონ­ში.

გთა­ვა­ზობთ ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნის წე­რილს ქა­ლიშ­ვი­ლი­სად­მი მი­წე­რილს.

 

"ჩემო გო­გო­ნა!

ახლა ღა­მეა. შობა ღამე. ჩემს პა­ტა­რა ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში ყვე­ლა უაბ­ჯრო მე­ცი­ხოვ­ნემ ძილს მის­ცა თავი. სძი­ნავს შენს და-ძმას. დე­და­შენ­საც კი ჩა­ე­ძი­ნა. შენ ისე შორს ხარ ჩემ­გან,… მაგ­რამ დაე, თვა­ლის­ჩი­ნი წა­მერ­თვას, თუ ახ­ლაც, ამ წუთს, შენს სუ­რათს არ ვუმ­ზერ­დე. ის აქ არის, მა­გი­და­ზე, ჩემს გულ­თან ახ­ლოს. შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპ­რულ პა­რიზ­ში. ელი­სეს მინ­დვ­რე­ბის თე­ატ­რში. დი­დე­ბულ სცე­ნა­ზე ცეკ­ვავ. ხომ კარ­გად ვიცი ეს, მაგ­რამ მა­ინც, წყნა­რი ღა­მის მდუ­მა­რე­ბა­ში თით­ქოს ცხა­დად ჩა­მეს­მის შენი ნა­ბი­ჯე­ბის ხმა. ვხე­დავ შენს თვა­ლებს, ზამ­თრის ცაზე გაბ­ნე­უ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი­ვით რომ კი­ა­ფო­ბენ. ვიცი, ამ ლა­მაზ სპექ­ტაკლში ხა­ნის­გან და­ტყვე­ვე­ბუ­ლი სპარ­სე­ლი მზე­თუ­ნა­ხა­ვის როლს ას­რუ­ლებ. იყა­ვი მზე­თუ­ნა­ხა­ვი და იცეკ­ვე. იყა­ვი ვარ­სკვლა­ვი და იკაშ­კა­შე. მაგ­რამ თუკი მა­ყუ­რებ­ლის მად­ლო­ბამ და აღ­ტა­ცე­ბამ და­გათ­როს, თუ მორ­თმე­უ­ლი ყვა­ვი­ლე­ბის სურ­ნე­ლე­ბამ თავ­ბრუ და­გას­ხას, გან­მარ­ტოვ­დი სად­მე კუ­თხე­ში და ჩემი წე­რი­ლი წა­ი­კი­თხე, ყური მი­უგ­დე მა­მა­შე­ნის ხმას. მე მა­მა­შე­ნი ვარ ჯე­რალ­დი­ნა! მე ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნი ვარ, ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნი!

იცი კი, რამ­დენ­ჯერ დამ­თე­ნე­ბია შენს სას­თუ­მალ­თან? სულ პა­წია ზღაპ­რებს გიყ­ვე­ბო­დი! ხან მძი­ნა­რი მზე­თუ­ნა­ხა­ვი­სას, ხან ბო­რო­ტი გვე­ლე­შა­პი­სას. ხოლო როცა ჩემს ბე­ბერ თვა­ლებს ძილი წა­მო­ე­პა­რე­ბო­და, დავ­ცი­ნო­დი

მას და ასე ვე­უბ­ნე­ბო­დი: "გამ­შორ­დი!" მე ჩემი გო­გოს ოც­ნე­ბე­ბი მეზ­მა­ნე­ბი­ან! მე ვხე­დავ­დი შენს ოც­ნე­ბებს, ჯე­რალ­დი­ნა. ვხე­დავ­დი შენს მო­მა­ვალს, შენს დღე­ვან­დელ დღეს! ვხე­დავ­დი სცე­ნა­ზე მო­ცეკ­ვა­ვე ასულს, ცაზე მო­ფარ­ფა­ტე ფე­რი­ას. მეს­მო­და, რო­გორ ლა­პა­რა­კობ­დნენ ხალ­ხში: "ხე­დავთ ამ გო­გო­ნას? ერთი ბე­ბე­რი კლო­უ­ნის ქა­ლიშ­ვი­ლია, არ გახ­სოვთ, ჩარ­ლის რომ ეძახ­დნენ?"

ჰო, მე ჩარ­ლი ვარ! ბე­ბე­რი მას­ხა­რა. დღეს შენი ჯე­რია. იცეკ­ვე! მე ფარ­თხუ­ნა, და­კონ­კი­ლი შარ­ვლით ვცეკ­ვავ­დი, შენ პრინ­ცე­სას აბ­რე­შუ­მის სა­მო­სი გმო­სავს. ეგ ცეკ­ვა და ტა­შის გრი­ა­ლი დრო­დად­რო ცაში აგ­ტყორ­ცნის. გაფ­რინ­დი, გაფ­რინ­დი იქით, მაგ­რამ ხან­და­ხან მი­წა­ზეც და­ეშ­ვი! შენ უნდა ნახო ხალ­ხის ცხოვ­რე­ბა, ცხოვ­რე­ბა იმ ქუ­ჩის მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი­სა, შიმ­ში­ლი­სა­გან და­ო­სე­ბულ­ნი, სი­ცი­ვი­თა და სი­ღა­ტა­კით ათრთო­ლე­ბულ­ნი რომ რო­კა­ვენ! მათი ხვედ­რი მეც მიწ­ვნე­ვია, ჯე­რალ­დი­ნა. იმ ჯა­დოს­ნურ ღა­მე­ებ­ში, შენ რომ ჩემს ზღაპ­რებ­თან იძი­ნებ­დი, მე არ მე­ძი­ნა. დავ­ყუ­რებ­დი შენს საყ­ვა­რელ სა­ხეს, ვუს­მენ­დი შენი გუ­ლის­ფეთ­ქვას და ჩემს თავს ვე­კი­თხე­ბო­დი: "ჩარ­ლი, ნუთუ ეს ღლა­პი შენ ოდეს­მე გა­გიც­ნობს?" შენ არ მიც­ნობ მე ჯე­რალ­დი­ნა, იმ შო­რე­ულ ღა­მე­ებ­ში უამ­რავ ზღა­პარს გიყ­ვე­ბო­დი, მაგ­რამ ჩემი ზღა­პა­რი არა­სო­დეს მი­ამ­ბია. ისიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ზღა­პა­რია, ჯე­რალ­დი­ნა. ზღა­პა­რი მში­ე­რი მას­ხა­რი­სა, ლონ­დო­ნის ღა­ტაკ­თა კვარტლებ­ში რომ მღე­რო­და და ცეკ­ვავ­და, მერე კი მო­წყა­ლე­ბას აგ­რო­ვებ­და! აი, ჩემი ზღა­პა­რი! მე ვიცი, რა არის შიმ­ში­ლი, ვიცი, რას ნიშ­ნავს უსახ­ლკა­რო­ბა! ეგ კი­დევ რაა, მე გა­მოვ­ცა­დე და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ტკი­ვი­ლი მო­ხე­ტი­ა­ლე მას­ხა­რი­სა, რომ­ლის მკერ­დში მო­ბო­ბოქ­რე სი­ა­მა­ყის ოკი­ა­ნე სა­მო­წყა­ლოდ გა­დაგ­დე­ბულ მო­ნე­ტებს უნდა და­ეშ­რო. მაგ­რამ მა­ინც, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ცო­ცხა­ლი ვარ, ცო­ცხლებ­ზე კი მუ­დამ ცო­ტას ლა­პა­რა­კო­ბენ.

შენ ჩემი გვა­რი­სა ხარ - ჩაპ­ლი­ნი! ლა­მის ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნე ეს გვა­რი მთელს დე­და­მი­წას აცი­ნებ­და, მაგ­რამ ის სი­ცი­ლი რაა იმას­თან, რაც მე მი­ტი­რია, ჯე­რალ­დი­ნა. სამ­ყა­რო სა­დაც შენ ცხოვ­რობ, მარ­ტო ცეკ­ვის და მუ­სი­კის სა­უფ­ლო რო­დია!…

ჯე­რალ­დი­ნა! შუ­ა­ღა­მი­სას იმ დი­დე­ბუ­ლი დარ­ბა­ზი­დან რომ გა­მოხ­ვალ, და­ი­ვი­წყე შენი მდი­და­რი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი, მაგ­რამ არ და­გა­ვი­წყდეს ტაქ­სის მძღოლს ცო­ლის ამ­ბა­ვი გა­მოჰ­კი­თხო. შე­იძ­ლე­ბა ცოლი ფეხ­მძი­მედ ჰყავს და იმის ფუ­ლიც არა აქვთ, რომ თა­ვი­ან­თი პირ­მ­შო­სათ­ვის სახ­ვე­ვე­ბი იყი­დონ. თუ ასეა, ადე­ქი და ჩა­უ­დე ფული ჯი­ბე­ში. მე ბან­კში ნათ­ქვა­მი მაქვს, რომ ეს ხარ­ჯე­ბი გა­გის­ტუმ­რონ. სხვას კი მუ­დამ ყვე­ლას ზუს­ტად გა­და­უ­ხა­დე! დრო­დად­რო მეტ­რო­ში ჩადი. ქა­ლა­ქი და­ათ­ვა­ლი­ე­რე, იარე ფე­ხით ან ავ­ტო­ბუ­სით. ხალ­ხს და­აკ­ვირ­დი! ქვრივ-ობ­ლებს შე­ხე­დე! და თუნ­დაც დღე­ში ერთხელ მა­ინც შენს თავს უთხა­რი: "მეც ერთ-ერთი ამათ­გა­ნი ვარ!"

დიახ, შენ ერთ-ერთი იმათ­გა­ნი ხარ, ჩემო გო­გო­ნა. ხე­ლოვ­ნე­ბა, სა­ნამ ცაში ასაფ­რე­ნად ფრთებს უბო­ძებ­დეს ადა­მი­ანს, ჯერ ფე­ხებ­ში ურტყამს. როცა დად­გე­ბა წამი და იგ­რძნობ, რო­გორ მაღ­ლდე­ბი მა­ყუ­რე­ბელ­ზე, მა­შინ­ვე გადი სცე­ნი­დან. პირ­ვე­ლი­ვე ტაქ­სი და­ი­ჭი­რე და პა­რი­ზის გა­რე­უბ­ნებს მი­ა­შუ­რე. მე კარ­გად ვიც­ნობ ამ უბ­ნებს. იქ იხი­ლავ მო­ცეკ­ვა­ვე ქა­ლიშ­ვი­ლებს - შენ­სა­ვე მსგავ­სთ, შენ­ზე უფრო გრა­ცი­ო­ზუ­ლებს, შენ­ზე ამა­ყებს. შენი თე­ატ­რის ჩი­რაღ­დნე­ბის თვა­ლის­მომჭრელ ელ­ვა­რე­ბას იქ ვერ­სად ნა­ხავ! მათი სცე­ნის პრო­ჟექ­ტო­რი მთვა­რეა. და­აკ­ვირ­დი, აბა, კარ­გად და­აკ­ვირ­დი: შენ­ზე უკეთ ხომ არ ცეკ­ვა­ვენ? გა­მო­ტყდი, ჩემო გო­გო­ნა. ცო­ტას როდი შეხ­ვდე­ბი ისეთს, ვინც შენ­ზე უკეთ ცეკ­ვავს, ვინც შენ­ზე კარ­გად თა­მა­შობს და ეს გახ­სოვ­დეს: ჩარ­ლის ოჯახ­ში არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ვინ­მე ისე­თი ხეპ­რე, რომ მე­ეტ­ლი­სათ­ვის უკ­მე­ხი სი­ტყვა ეთ­ქვას ან სე­ნის სა­ნა­პი­რო­ზე მჯდა­რი მა­თხოვ­რის­თვის და­ე­ცი­ნოს…

ჩარ­ლი წავა, ჯე­რალ­დი­ნა, და შენ იცო­ცხლებ. არ მინ­და, ოდეს­მე სი­ღა­ტა­კე გა­მოს­ცა­დო. ამ წე­რილ­თან ერ­თად გიგ­ზავ­ნი ჩე­კის წიგ­ნაკს - ხარ­ჯე, რამ­დენ­საც მო­ი­სურ­ვებ, ოღონდ, გახ­სოვ­დეს: ორ ფრანკს რომ და­ხარ­ჯავ, შენს თავს უთხა­რი, მე­სა­მე მო­ნე­ტა ჩემი არ არის-თქო. იგი ეკუთ­ვნის ვინ­მე სხვას, უც­ნობს, ვი­საც ის ერთი ფრან­კიც სა­ნატ­რე­ლი აქვს. მისი პოვ­ნა არ გა­გი­ჭირ­დე­ბა. საკ­მა­რი­სია მო­ინ­დო­მო და ამ უც­ნობ ღა­ტა­კებს ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე ნა­ხავ. ფულ­ზე იმი­ტომ გე­ლა­პა­რა­კე­ბი, რომ კარ­გად ვიცი, ამ დე­მო­ნის მაც­დუ­რი ძალა,…ჯე­რალ­დი­ნა, დიდ­ხანს გა­მოვ­დი­ო­დი ცირ­კში და მუ­დამ ში­შით შევ­ცქე­რო­დი ბა­გირ­ზე ასულ ჯამ­ბა­ზებს, მაგ­რამ აი, რა მინ­და გი­თხრა, ჩემო გო­გო­ნა, - ადა­მი­ანს ძირს, მყარ მი­წა­ზე უფრო ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა ფეხი და­უც­დეს, ვიდ­რე ჯამ­ბაზს იმ ვე­რაგ თოკ­ზე. შე­იძ­ლე­ბა ამ სა­ღა­მოს თვა­ლი მოგ­ტა­ცოს რო­მე­ლი­მე ბრი­ლი­ან­ტის ელ­ვა­რე­ბამ და მა­შინ შენი და­ცე­მა გარ­და­უ­ვა­ლია. შე­იძ­ლე­ბა დად­გეს დღე და უცხო პრინ­ცის მშვე­ნი­ერ­მა სა­ხემ და­გა­ტყვე­ვოს. იმ წუ­თი­დან შენ უცა­დი მუ­შა­ი­თი ხარ, გა­მო­უც­დე­ლებს კი ბა­გი­რი მუ­დამ ღა­ლა­ტობს, ნუ გა­ყი­დი შენს გულს ოქ­რო­სა და სამ­კა­უ­ლის­თვის. იცო­დე, ყვე­ლა­ზე დიდი ბრი­ლი­ან­ტი მზეა, ის კი, ჩვენ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლას ერ­თი­ა­ნად დაგ­ვნა­თის, ხოლო, როცა ჟამი დაჰ­კრავს და სიყ­ვა­რუ­ლი გეწ­ვე­ვა, გუ­ლით შე­იყ­ვა­რე შენი რჩე­უ­ლი…სა­მუ­შაო ძნე­ლი გაქვს. ვიცი სხე­ულს სიფ­რი­ფა­ნა აბ­რე­შუ­მის ნა­ჭე­რი გი­ფა­რავს. ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხე­ლით სცე­ნა­ზე შე­იძ­ლე­ბა შიშ­ვე­ლიც გა­მოხ­ვი­დე, მაგ­რამ იქი­დან კი­დევ უფრო უმ­წიკ­ვლო და შე­მო­სი­ლი უნდა დაბ­რუნ­დე.…

ან­გე­ლო­ზი არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ მუ­დამ ვცდი­ლობ­დი, ადა­მი­ა­ნი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

მე ბე­ბე­რი ვარ და ჩემი სი­ტყვე­ბი შე­იძ­ლე­ბა სა­სა­ცი­ლოდ ჟღერს, მაგ­რამ მა­ინც, ასე მგო­ნია, შენი შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლი იმას უნდა ეკუთ­ვნო­დეს, ვინც შენს გა­შიშ­ვლე­ბულ სულს შე­იყ­ვა­რებს. რა ვუ­ყოთ მერე, თუ ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბა ამ სა­კი­თხზე მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი გა­მოჩ­ნდე­ბა, თუ ასე ჯერ კი­დევ ათი წლის წი­ნათ ფიქ­რობ­დნენ. ნუ გე­ში­ნია, ეგ ათი წელი ვერ და­გა­ბე­რებს ჯე­რალ­დი­ნა, მე მინ­და, რომ შენ ამ შიშ­ველ­თა კუნ­ძუ­ლის უკა­ნას­კნე­ლი ქვე­შევ­რდო­მი იყო.

ვიცი, მა­მებს და შვი­ლებს ნი­ა­დაგ ბრძო­ლა აქვთ ერ­თმა­ნეთ­ში. მე­ო­მე ჩემო გო­გო­ნა, ჩემს აზ­რებს ეომე. მე არ მიყ­ვარს მორ­ჩი­ლი შვი­ლე­ბი. და ვიდ­რე ამ ბა­რათს ჩემი ცრემ­ლი არ დას­დე­ნია, მინ­და მჯე­რო­დეს, რომ ეს შო­ბა­ღა­მე სას­წა­უ­ლე­ბის ღა­მეა. მინ­და, მოხ­დეს სას­წა­უ­ლი და შენ მარ­თლა გა­ი­გო ყვე­ლა­ფე­რი, - ყვე­ლა­ფე­რი, რაც შენ­თვის მინ­დო­და მეთ­ქვა.

ჩარ­ლი და­ბერ­და, ჯე­რალ­დი­ნა! ადრე თუ გვი­ან თეთ­რი სას­ცე­ნო კა­ბის მა­გი­ერ შა­ვებ­ში უნდა გა­მო­ე­წყო და ჩემს საფ­ლავ­ზე მოხ­ვი­დე. ახლა არ მინ­და, გული გატ­კი­ნო, მაგ­რამ ხან­და­ხან სარ­კე­ში ჩა­ი­ხე­დე - იქ მე და­მი­ნა­ხავ. შენს ძარ­ღვებ­ში ჩემი სის­ხლი ჩქეფს. მინ­და, რომ მა­ში­ნაც კი, როცა ჩემს ძარ­ღვებ­ში სის­ხლი დი­ნე­ბას შე­წყვეტს, არ და­ი­ვი­წყო მა­მა­შე­ნი ჩარ­ლი. ან­გე­ლო­ზი არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ მუ­დამ ვცდი­ლობ­დი, ადა­მი­ა­ნი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ეცა­დე შენც.

გკოც­ნი, ჯე­რალ­დი­ნა

შენი ჩარ­ლი"

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი