logo_geo
„Apple“-მა გერმანიაში „Qualcomm“-თან პატენტზე დავა ვერ მოიგო
- +

16 თებერვალი. 2019. 12:28

 

დავის წაგების გამო „Apple“-ს გერმანიაში „iPhone“-ის გაყიდვების პოლიტიკის შეცვლა მოუწევს. კონცერნში აცხადებენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე სმარტფონების იმ ძველ მოდელებს დახლებზე კვლავ გამოიტანენ, რომლებიც „Qualcomm“-ის ჩიპებით არის აღჭურვილი. ამის შესახებ „The Verge“ წერს.

 

„Qualcomm“-მა, რომელიც მსოფლიოში ჩიპების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია, „Apple“-ს გერმანიაში იმის გამო უჩივლა, რომ კომპანია iPhone 7-ზე, 7 Plus-ზე, 8-ზე და 8 Plus მოდელებზე თავის პატენტს არღვევდა.

 

კერძოდ „Qualcomm“ „Apple“-ს ედავებოდა, რომ სმარტფონის მიერ უსადენო ინტერნეტ სიგნალის მიღებისას აკუმულატორის ტექნოლოგიის გააქტიურება მისი ინტელექტუალური საკუთრებაა, რომლის გამოყენების უფლებაც „Apple“-ს იმ შემთხვევაში არ აქვს, თუ მობილური ტელეფონი „Qualcomm“-ის წარმოების ჩიპით არ არის აღჭურვილი.

 

შესაბამისად „Apple“-ს მოუწევს გერმანული მაღაზიებიდან გამოითხოვოს ყველა მოდელი, რომელიც „Qualcomm“-ის პატენტს არღვევს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი