პიზის დახრილი კოშკი (Torre pendente di Pisa ), რომელიც სწორედ ამ უცნაური დახრილობის გამოა პოპულარული მთელ მსოფლიოში, ნელ-ნელა სწორდება.
ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში კოშკის ღერძის დახრილობა 4 სანტიმეტრით შემცირდა, წერს სააგენტო ANSA. სააგენტოს ინფორმაციით, ამის მიზეზი არის გამაგრებითი სამუშაოები, რამაც შედეგი გამოიღო და კონსტრუქციის საძირკველს სიმყარე დაუბრუნა.
პიზის კოშკი ახლა 0,5%-ით უფრო ნაკლებად არის დახრილი.
„გადახრის წლიური შემცირება 0,5 მილიმეტრს არ აჭარბებს, თუმცა მთავარი ისაა, რომ შენობა სტაბილურობას ინარჩუნებს და იმაზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ვვარაუდობდით", - თქვა პიზის უნივერსიტეტის გეოტექნიკის კათედრის დოცენტმა ნუნციანტე სკუელმა.
კოშკს გააჩნია 294 საფეხური. კოშკის სიმაღლე ყველაზე დაბალ მხარეს შეადგენს 55,86 მეტრს, ხოლო ყველაზე მაღალ მხარეს - 56,7 მეტრს. კოშკი აშენებულია თეთრი მარმარილოთი. პირველი სართული თაღოვანია, ხოლო დანარჩენი სართულები გარშემორტყმულია გალერეებით.
წყარო : agora news