logo_geo
კვლევა: პირად ცხოვრებაში წარუმატებლობა შესაძლოა დედათქვენის ბრალი იყოს
- +

16 თებერვალი. 2019. 15:27

 

 თუ თქვენს პირად ცხოვრებაში ბევრი პარტნიორი ჩნდება და ვერაფრით პოულობთ თქვენს მეორე ნახევარს, სავარაუდოდ, ეს დედათქვენის ბრალია, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები, რომელთა ნაშრომს სამეცნიერო პორტალი „Plos one“ ავრცელებს.

 

24 წლის განმავლობაში შვიდი ათასამდე ადამიანის რომანტიკული ურთიერთობის შესწავლით სოციოლოგებმა ქალისა და კაცის პარტნიორების რაოდენობას და დედის პირად ცხოვრებას შორის კანონზომიერება იპოვეს.

 

მეცნიერებმა შენიშნეს, რომ დედის ყოველი ახალი რომანტიკული ურთიერთობა მოქმედებს ბავშვებზე საშუალოდ 6%-ით. კვლევამ მანამდე აჩვენა, რომ განქორწინებული მშობლების შვილები დიდი ალბათობით, თვითონაც გაშორდებიან თავიანთ პარტნიორებს.

 

თუმცა, ახლა გასაგები გახდა, რომ ბავშვებზე იმდენად არ მოქმედებს მშობლების განშორება, როგორც მათი დედის ქცევა.  

 

„ხდება ხოლმე, რომ დედებს, რომლებსაც დიდი რაოდენობით პარტნიორი ჰყავს, არ შეუძლიათ ნორმალური ურთიერთობა და კონფლიქტური სიტუაციების მოგვარება, ან მათ ფსიქიკური პრობლემები აქვთ. ყველა ეს ჩამონათვალი ურთიერთობას ანგრევს და ცხოვრებას არასტაბილურს ხდის“, - განმარტავს მკვლევარი კლერ კემპ დაში.

 

„როგორიც არ უნდა იყოს მექანიზმი ყოველი ცალკეული შემთხვევისთვის, ისინი (დედები) გადასდებენ თავიანთ თვისებებს შვილებს, რაც თავის მხრივ ბავშვის მომავალ ურთიერთობებს არასტაბილურს ხდის“, - ამბობს მეცნიერი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი