logo_geo
25 ფაქტი ცხოველებზე, რომელიც სახეზე ღიმილს მოგგვრით
- +

18 თებერვალი. 2019. 11:27

 

  1. ავაზებს ლომებივით ღრენა და ღრიალი არ შეუძლიათ, ამიტომ ისინი კატებივით კნავიან და კრუტუნებენ.

 

 

  1. მამრი პინგვინები თავიანთ მეწყვილეს ბრჭყვიალა ქვებით "სთხოვენ ხელს".

 

 

 

  1. ტვინზე დაკვირვებით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლები ადამიანების ხმას ცნობენ და არჩევენ, პატრონის ხმას კი ისეთი სიყვარულითა და ემოციით პასუხობენ, როგორც ადამიანები.

 

 

  1. ძაღლები ასევე ამჩნევენ, თუ ვინმე მათი პატრონის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი და მზად არიან მათ ნამდვილი ომი გამოუცხადონ.

 

 

  1. ირბისებისა (თოვლის ლეოპარდები) და მარტორქების სახეობა იზრდება და ისინი გადაშენების საშიშროების წინაშე აღარ დგანან.

 

 

  1. როდესაც სპილო ნაწყენი ან დასტრესილია, მეწყვილეები მათ ხორთუმებით ეფერებიან და მათ დასამშვიდებლად ჟღარუნა ხმებს გამოსცემენ.

 

 

  1. და ხანდახან სპლიყვები თავიანთ ხორთუმებს ისე წოვენ, როგორც პატარა ბავშვები ცერა თითებს.

 

 

  1. ერთხელ ნორვეგიაში პინგვინი, სახელად ნილსი, გმირად შერაცხეს.

 

 

  1. თუკი ყვავი საფრთხეშია, მისი მეგობარი ყვავები მათ დასახმარებლად მოდიან.

 

 

  1. ძროხები საუკეთესო მეგობრები არიან.

 

 

  1. როცა ვირთხებს უღიტინებ, ისინი იცინიან.

 

 

  1. ძაღლი რომ წვება და კუდს მალავს, ამას ინგლისურად სპლუტი ჰქვია.

 

 

  1. წავები ძილის დროს ერთმანეთს ხელებით ებღაუჭებიან, წყალში რომ არ დაიკარგონ.

 

 

  1. მათ სხეულზე ჯიბეც აქვთ, სადაც თავიანთ საყვარელ ქვებს ინახავენ.

 

 

  1. ხეები ერთმანეთს გადარჩენაში ეხმარებიან. თუ რომელიმე ხე საკმარის მზის სხივებს ან წყალს ვერ იღებს, ისინი ერთმანეთს მკვებავ ელემენტებს მიწისქვეშა გზებით უგზავნიან.

 

 

  1. ზღვის კუები კვერცხების დასადებად იმ სანაპიროზე მიდიან, სადაც თავად დაიბადნენ.

 

 

  1. ერთად თავმოყრილ ჭიამაიებს "მომხიბვლელობას" ეძახიან.

 

 

  1. ხოლო ბაჭიების გუნდს - "ფლუფლს".

 

 

  1. ობობებს პატარა თათები აქვთ.

 

 

  1. ზოგი ობობა პატარა ბაყაყებს შინაური ცხოველივით უვლის და თან მტაცებლებისგან იცავს.

 

 

  1. პოლარული დათვები ძილის წინ თოვლისგან საბნებს იკეთებენ.

 

 

  1. ზოგი თევზი სხვა სახეობებთან სასაუბროდ ნიშნების ენას იყენებს.

 

 

  1. იაპონიაში არის კუნძული, რომელიც შინაური კურდღლებითაა სავსე.

 

 

  1. ციყვები ყოველწლიურად ასობით ხეს რგავენ. და ეს ყველაფერი ამ პატარა საყვარელ ცხოველებს შემთხვევით ემართებათ. ისინი თავიანთ თხილს მიწის ქვეშ მალავენ და შემდეგ ავიწყდებათ, თუ სად დამალეს საყვარელი სასუსნავი.

 

 

  1. კოალები საკუთარ ტერიტორიას გულმკერდის სუნით ნიშნავენ, სწორედ ამიტომ ეხუტებიან ხეებს ასე მჭიდროდ, რომ საკუთარი "ნიშანი" დატოვონ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი