logo_geo
ჟიული შარტავა: თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია... ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია...
- +

18 თებერვალი. 2019. 20:59

 

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 18 ივლისს, რუსულ და აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში, ფართო კავშირების მქონე ჟიული შარტავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნეს. აფხაზეთის ომის დროს, მან არ დატოვა სოხუმი, ბოლომდე იცავდა მას სეპარატისტებისაგან.

 

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა დახვრიტეს…

 

ჟიული შარტავამ, რამდენიმე დღით ადრე სატელეფონო საუბარში თავისი განცდები მეგობარს გაუზიარა.

 

„ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი“, - თქვა ჟიული შარტავამ,  რომელიც ბოლომდე გმირულად იდგა თავისი ქვეყნის სადარაჯოზე.

 

ჟიული შარტავას მინიჭებული აქვს - „დიდგორისა“ და „ვახტანგ გორგასლის“ პირველი ხარისხის ორდენები, 2004 წელს კი ეროვნული გმირის წოდება.

 

 

 

 

big_banner
არქივი