logo_geo
ტოსტი მანქანის გამონაბოლქვზე უფრო მეტად ტოქსიკური აღმოჩნდა
- +

18 თებერვალი. 2019. 21:18

 

პურისგან დამზადებული ტოსტები ადამიანის ჯანმრთელობისთვის გაცილებით საშიში აღმოჩნდა, ვიდრე მანქანებით დატვირთულ გზაჯვარედინზე დგომა. ამის შესახებ ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერები ირწმუნებიან. ინფორმაციას „The Times“ ავრცელებს.

 

სპეციალისტების თქმით, ყველაზე უსაფრთხოა ისეთი ტოსტის მირთმევა, რომელიც ოდნავ არის შეფერილი და არა კარგად გახუხული პურის. სპეციალისტებმა კვლევის ფარგლებში სამოთახიან ბინაში სპეციალური დანადგარებით შეისწავლეს გარემოს დაბინძურების დონე სახლის დალაგებისა და საკვების მომზადების პროცესში.

 

მეცნიერების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საკვების მომზადების პროცესი შეიძლება იყოს ტოქსიკური, ადამიანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ტოსტის მომზადების დროს გამოყოფილი ნივთიერებებია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი