logo_geo
„ტინდერი“ ნახირისთვის – აპლიკაცია, რომლითაც ძროხები იდეალურ ბუღებს ხვდებიან
- +

18 თებერვალი. 2019. 22:09

 

სიყვარული ყველას უნდა, მათ შორის, ძროხებსაც, თუმცა ეს საკითხი ფერმერების თავის ტკივილი უფროა, ვიდრე მათი.

 

საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიებს ამ სფეროშიც შეუძლიათ რევოლუციის მოხდენა. „ტინდერით“ შთაგონებული აპლიკაცია „Tudder“ ფერმერებს საკუთარი ცხოველებისთვის იდეალური პარტნიორის მოძებნას უადვილებს.

 

ფერმერებს შეუძლიათ „სვაიპით“ (თითის გვერდზე გადასმით) აირჩიონ შესაბამისი კანდიდატი. აპლიკაცია ჩლიქოსნებს დიდი ბრიტანეთის 42 000 ფერმიდან აერთიანებს. 

 

 

თავდაპირველად ფერმერი უთითებს ცხოველის სქესს, შემდეგ კი სათითაოდ ათვალიერებს შემოთავაზებულ ვარიანტებს

 

 ეს პროცესი ბაზარში სიარულს ბევრად სჯობს, რადგან თითოეულ პოტენციურ პარტნიორს დეტალურად ჩაშლილი მონაცემებიც მოჰყვება: წველადობა, ნაყოფიერება და ასე შემდეგ. 

 

 

ფერმერი და Tudder-ის მომხმარებელი ჯეიმს ბრიჯერი ამბობს, რომ ამგვარად ცხოველები ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სტრესისგან დაცულები არიან და მათი შეთვალიერება ბუნებრივ გარემოში შეიძლება.

 

აპლიკაცია ვალენტინობამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვიდა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი