logo_geo
2050 წლისთვის, შესაძლოა, შოკოლადი გაქრეს
- +

19 თებერვალი. 2019. 20:32

 

 

2050 წლისთვის, არსებობს საფრთხე, რომ დედამიწაზე კაკაოს პლანტაციები ვეღარ გაიხარებს. მიზეზი ჰაერის გამოშრობა და გლობალური დათბობაა. შედეგად, ჩვენი პლანეტიდან შოკოლადი გაქრება.

 

პრობლემა ის არის, რომ კაკაო ტროპიკული ტყეში, ვიწრო ზოლებად მოდის, ანუ იმ ადგილებში, სადაც მაღალი ხეები და სხვადასხვა სახის ტროპიკული მცენარეები ხარობს. იქ ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა და წვიმა მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად ერთნაირია. გლობალური დათბობისა და დედამიწაზე ჰაერის გამოშრობის პირობებში კი, რა თქმა უნდა, ეს მოცემულობა შეიცვლება. სწორედ ამიტომ ჩნდება ჩვენი პლანეტიდან შოკოლადის გადაშენების საშიშროება.

   

 

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები უკვე მუშაობენ, რომ მცენარე გადაშენებას გადაარჩინონ. ისინი ცდილობენ, გენეტიკის რედაქტირების ტექნოლოგია გამოიყენონ და ამ მცენარის ისეთი დნმ გამოიყვანონ, რომელიც მომავალში, გარემოში შექმნილ პირობებს გაუმკლავდება და მოსავალი ექნება.

 

 

 

big_banner
არქივი