logo_geo
ამაღამ წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარეობაა
- +

20 თებერვალი. 2019. 00:21

 

 

ამაღამ ამ ზამთრის მესამე სუპერმთვარეობაა. სავსე მთვარე სიდიდის პიკს თბილისის დროით 19:53 საათზე მიაღწევს, მაგრამ მისი თვალშისაცემი ზომა მაინც მთელი ღამის განმავლობაში იქნება ხილვადი.

 

აღსანიშნავია, რომ ამაღამინდელი სუპერმთვარე უდიდესი იქნება 2019 წლის სუპერმთვარეობის სხვა მოვლენებს შორის.

 

სავსე მთვარე ჩვეულებრივთან შედარებით ათი პროცენტით დიდი გამოჩნდება, რადგან ამ მომენტში ის შედარებით ახლოს იმყოფება დედამიწასთან (356 761 კმ).

 

რა იწვევს სუპერმთვარეს? ცნობილია, რომ მთვარე დედამიწის გარშემო გაწელილ, ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს. როცა ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი ორბიტაზე მოძრაობისას ჩვენს პლანეტასთან ყველაზე ახლოს ექცევა და თან სავსეა, დედამიწიდან ის უფრო დიდი მოჩანს, ვიდრე სხვა დროს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი