logo_geo
„კოკა-კოლა“ ფორთოხლის არომატით გამოვა
- +

20 თებერვალი. 2019. 00:22

 

 

„Coca-Cola“  ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში პირველად გამოუშვებს ახალი არომატის უალკოჰოლო გაზიან სასმელს. მას ფორთოხლის გემო ექნება.

 

 

 

„Diet Coke“-ამ, რამდენიმე გემოს კოლა ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე გამოსცა, თუმცა, ორიგინალ კოკა-კოლას ახალი გემოს სასმელი 2007 წლის შემდეგ არ შემოუთავაზებია.

 

როგორც კომპანიის განცხადებაში წერია, „Orange Vanilla Coke“, კლასიკური და უშაქრო გამოვა.  ახალ სასმელს 140 კალორია ექნება, თუმცა მის უშაქრო ვერსიას, რა თქმა უნდა — 0.

 

 

ახალი სასმელი ბაზარზე 25 თებერვლიდან გამოჩნდება და იქნება როგორც თუნუქის ქილებში, ისე მინის ბოთლებით.

 

 

ახალი სასმელის საცდელი ვერსია 2018 წლის ზაფხულში ავსტრალიაში გამოჩნდა. „კოკა-კოლა“ ფორთოხლის არომატით ხელმისაწვდომი იყო კანადაშიც. კომპანიის თქმით, მომხმარებლებს ახალი გემო მოეწონათ.

 

 

„კოკა-კოლამ“ ახალი არომატის გაზიანი სასმელი, ვანილის „კოლა“ 2007 წელს გამოუშვა. ალუბლის არომატი კი ბაზარზე 1985 წლიდან არსებობს

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი