logo_geo
მეცნიერებმა მზის სისტემაში ახალი მთვარე იპოვეს
- +

20 თებერვალი. 2019. 02:22

 

 

მეცნიერებმა მზის სისტემაში ახალი მთვარე იპოვეს, რომელიც აქამდე მხედველობის არედან დამალული იყო. ახალ ობიექტს „ჰიპოკამპი" (Hippocamp) ჰქვია და ის პლუტონის გარშემო მოძრაობს. ინფორმაციას გამოცემა „The Independent“  ავრცელებს.

 

ის პლანეტის ყველაზე პატარა მთვარეა. როგორც გამოცემა წერს, „ჰიპოკამპის“ გამოსახულებები ნეპტუნის ფოტოებზე ადრეც ჩანდა, თუმცა დღევანდელ დღემდე მეცნიერებს არ ჰქონდათ ისეთი ტექნიკური საშუალებები, რომლითაც მთვარეს კარგად დააფიქსირებდნენ. 

 

 

როდესაც 1989 წელს „Voyager 2“ ნეპტუნის მიმართულებით გაფრინდა, მან პლანეტის ორბიტაზე მოძრავი 6 მთვარე დააფიქსირა. თითოეული მათგანი ძალიან პატარაა და გაცილებით ახალგაზრდაა, ვიდრე ნეპტუნი.

 

 ახალმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ პლანეტას კიდევ ერთი აქამდე უცნობი პატარა თანამგზავრი ჰყავს, რომელიც ნეპტუნის ირგვლივ მოძრაობს. ამ აღმოჩენით ნეპტუნის მთვარეთა რაოდენობა ჯამში 14-მდე გაიზარდა.

 

 

მეცნიერების თქმით, მთვარე ძალიან სწრაფად მოძრაობს, რის გამოც 2004 წელს პლანეტისთვის გადაღებულ ფოტოზე მისი გარჩევა გაუჭირდათ. „NASA“-ს ახალი „Hubble Space“  ტელესკოპის დახმარებით კი ახლა უკვე შესაძლებელი გახდა „ჰიპოკამპის“ უკეთ დაფიქსირება. 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი